მარკიზ დე სადის შესახებ…
ცნობილი ფრანგი მწერალი,ფილოსოფოსი და “ლიბერტინაჟის” ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი - დონატიე ალფონს ფრანსუა დე სადი,იგივე - მარკიზ დე სადი (1740-1814 წლები) თავისი ათეისტური ხედვებით და ადამიანისათვის იმ სრული თავისუფლების მინიჭების იდეოლოგიით გამოირჩეოდა,სადაც არანაირი მორალური ზღვარი არ არსებობდა.მას ამის გამო მოიხსენიებდნენ,როგორც – ”ექიმი სარკე – ადამიანების თავისუფლებიზაციისა”.მარკიზ დე სადმა თავისი ცხოვრების 74 წლიდან,30 წელი ციხეებსა და საგიჟეთებში გაატარა.მის აღვირახსნილ და ძალმომრეობით ცხოვრების სტილს კი,ყოველთვის თავისებურ ფილოსოფიურ ახსნასა და გამართლებას აძლევდა. (ავტორი გენია.ჯი) სიცოცხლის ბოლოს (საგიჟეში გარდაიცვალა) ანდერძად დაწერა,რომ მისი ცხედარი შორეულ ტყეში დაესაფლავებინათ,რათა ადამიანებს მისი საბოლოო განსასვენებელი და სახელი სამუდამოდ დავიწყებოდათ.1814 წლის 2 დეკემბერს,ასთმური შეტევის შედეგად მარკიზი გარდაიცვალა,თუმცა მისი ანდერძის შესრულება არავის აზრად არ მოსვლია.მოძღვარისათვის (რომელმაც მას ქრისტიანულად აუგო წესი) არავის უთქვამს თუ რას წარმოადგენდა და ვისი ცხედარი იყო მის წინაშე დასვენებული,თორემ ცხადია,რომ იგი ისევე დაიკრძალებოდა წესის აგების გარეშე,როგორც სხვა არა ერთი ცნობილი ათეისტი.ერთი ვერსიის თანახმად,იგი დასაფლავებულ იქნა სენ-მორისის სასაფლაოზე,ხოლო მეორე ვერსიით კი საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოს მიყრუებულ ნაწილში.მარკიზ დე სადის სახელი დღემდე ასოცირდება ყოველგვარ ძალადობასთან და გარყვნილებასთან.გერმანული წარმომავლობის მქონე დიდმა ავსტრიელმა ექიმმა და ფსიქიატრმა – რიჩარდ ფონ კრაფტ-ებინგმა (1840-1902 წელბი),მარკიზ დე სადის სახელიდან გამომდინარე,ხმარებაში შემოიღო საყოველთაოდ ცნობილი სიტყვა – “სადიზმი”. (ავტორი გენია.ჯი)