სერ პატრიკ მენსონი – “ეპიზოდი”
ცნობილი ინგლისელი პარაზიტოლოგი და ტროპიკული მედიცინის “მამად” წოდებული - სერ პატრიკ მენსონი (1844-1922 წლები),ცდილობდა სხვა მედიცინის და მეცნიერთათვის დაემტკიცებინა,რომ იმ პერიოდისათვის საშინელი დაავადების – მალარიის ერთ-ერთი უმთავრესი გამომწვევი და გადამტანი მიზეზი – კოღო გახლდათ.გარდა ამისა,იგი ირწმუნებოდა,რომ შექმნა იმ დაავადების (მალარია) საწინააღმდეგო საშუალება,რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.მიუხედავად ამისა,მენსონის აზრს არასაფუძვლიანად მიიჩნევდნენ. (ავტორი გენია.ჯი) იმის გამო,რომ მას თავისი სიმართლე დაემტკიცებინა,რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,მალარიით საკუთარი შვილი სპეციალურად დააავადა.ამ ფაქტმა სამეცნიერო წრეებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია,რადგან აღნიშნული დაავადების საწინააღმდეგო საშუალება იმ პერიოდისათვის ჯერ კიდევ არ არსებობდა.შესაბამისად,მისი საქციელი სულ სიშლეგედ იქნა მიჩნეული.თუმცა დიდმა მეცნიერმა,ქინაქინის დოზის გაკეთების შედეგად,საკუთარი ვაჟი სრულიად გამოაჯამრთელა.აღნიშნულმა ფაქტმა კი გაოცებაში მოიყვანა მეცნიერები და მედიცინის მუშაკები.აღნიშნული დამსახურებისათვის – პატრიკ მენსონს,1903 წელს ლონდონში “რაინდის” ტიტული მიანიჭეს.დაჯილდოვებამდე ოთხი წლით ადრე,დიდმა მეცნიერმა საკუთარი “ტროპიკული მედიცინის სკოლა” დააარსა,რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა. (ავტორი გენია.ჯი)