ძულა ბენცური
ძულა ბენცური - დაიბადა 1844 წლის 28 იანვარს უნგრეთის ქალაქ ნირედჰაზაში.იგი გახლდათ დიდი უნგრელი მხატვარი და აკადემიური რომანტიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი.1855 წლიდან 1869 წლებში სწავლობდა მიუნხენის აკადემიაში,სადაც მისი პედაგოგი,ცნობილი გერმანელი მხატვარი – კარლ თეოდორ ფონ პილოტი იყო.სწავლის დასრულების შემდეგ,სამუშაოდ დარჩა მიუნხენში და კარლ პილოტთან ერთად მაქსიმილიანიუმისა და ნოიეს რატჰაუზის ფრესკებზე (ახალ მიუნხენურ რატუშაში) დაიწყო მუშაობა,ამასთანავე ილუსტრაციებს აკეთებდა გენიალური ფრიდრიხ შილერის ნაწარმოებებისა. (ავტორი გენია.ჯი) მისი შემოქმედება იმდენად დიდ მოწონებას იმსახურებდა,რომ იღებდა შეკვეთებსაც,მას ბავარიის მეფემ – ლუდვიგ II-ემ არა ერთი შეკვეთა მისცა “როკოკოს” ჟანრით.მიუხედავად იმისა,რომ მას უამრავი შეთავაზება ჰქონდა სხვა და სხვა ქვეყნების სამხატვრო აკადემიებიდან,იგი მიუნხენში დარჩა. 1870 წელს იმყოფებოდა პარიზში.1874 წლიდან 1883 წლამდე,პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში. 1883 წელს ბენცური სამშობლოში ბრუნდება,სადაც ბუდაპეშტის სამხატვრო აკადემიის დირექტორად იქნა დანიშნული და მას იგი სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა.იგი ხატავდა მეფეებისა და არისტოკრატების პორტრეტებს,ასევე ჰქმნიდა ისტორიული ჟანრისა და მითოლოგიური ხასიათის სურათებსაც.მის ერთ-ერთ გამორჩეულ მოსწავლედ მიჩნეულია ადოლფო მიულერ-ური.ძულა ბენცური გარდაიცვალა 1920 წლის 16 ივლისს უნგრეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ სეჩენში.მისი ტილოები კი დღემდე ამშვენებენ მსოფლიოს უამრავ ცნობილ გალერეებსა და მუზეუმებს. (ავტორი გენია.ჯი)
ძულა ბენცურის შემოქმედება