თეიმურაზ ჩირგაძე
თეიმურაზ ვლადიმერის ძე ჩირგაძე - დაიბადა 1928 წელს ქალაქ ბორჯომში,ექიმის ოჯახში.იგი გახლდათ დიდებული იუმორის გრძნობით დაჯილდოვებული,შესანიშნავი ქართველი მეცნიერი,მედიკოსი და მოყვარული-მსახიობი.1951 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.ექვსი წლის მანძილზე მუშაობდა რუსეთში.კერძოდ კალუგის ოლქში,საავიაციო ნაწილის სამხედრო ექიმად.სამშობლოში დაბრუნების შემდგომ კი 1957 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ,ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიის და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში,სხვადასხვა თანამდებობებზე.თეიმურაზი გახლდათ ავტორი მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად აქტიური სამეცნიერო მოღვაწეობისა,დიდად გატაცებული გახლდათ კინოხელოვნებით და ოთხ ქართულ მხატვრულ ფილმშიც მიიღო მონაწილეობა.როგორც ცნობილია,იგი პროფესიით მსახიობი არ იყო,თუმცა ამას არანაირი გავლენა არ მოუხდენია,მის მიერ შესანიშნავად შესრულებულ კინოგმირებზე.1983 წელს გადაღებულ იქნა,რეზო ჭეიშვილის მიერ დაწერილი ნაწარმოების – “ცისფერი მთების” მიხედვით,ელდარ შენგელაიას გადაღებულ გენიალურ ქართულ მხატვრულ ფილმში – “ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი”.სწორედ აღნიშნულ ფილმში ნათამაშევმა ვაჟას როლმა გააცნო იგი ქართველ კინომოყვარულებს,როგორც დიდი ქართველი მსახიობი.1968 წელს თეიმურაზი გადაიღეს ასევე შესანიშნავ ქართულმხატვრულ ფილმში – “არაჩვეულებრივი გამოფენა”.1991 წელს ითამაშა ფილმში – “მე,პელეს ნათლია!” ბოლო ფილმი კი,სადაც მან როლი შეასრულა გახლდათ – “ექსპრეს-ინფორმაცია”.მის მიერ ნათამაშევმა როლებმა (განსაკუთრებით კი ფილმში – “ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი”),მართლაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს კინომოყვარულებზე.მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.თეიმურაზ ჩირგაძეს 1997 წელს მინიჭებული აქვს ღირსების ორდენი; 1995 წელს კი მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.თეიმურაზ ჩირგაძე გარდაიცვალა 1999 წელს.მოგვიანებით,მისი სახელის უკვდასაყოფად თბილისში,ვაკის რაიონში მდებარე ერთ-ერთ ქუჩას თეიმურაზ ჩირგაძის სახელი ეწოდა.თეიმურაზის მიერ ნათანაშები როლები კი,დღემდე უდიდეს ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებს მნახველს. (ავტორი გენია.ჯი)