განცხადება “სუიციდის” დასაკმაყოფილებლად…

ბერძნების მიერ ძვ.წ.აღ-ით 600 წელს დაარსებულ ძველბერძნულ მასალიის კოლონიაში (თანამედროვე საფრანგეთის ქალაქი მარსელი),კანონით სასტიკად იკრძალებოდა ნებისმიერი მოქალაქის მიერ თვითმკვლელობის ჩადენა.თუკი რომელიმე ადამიანი ასეთი საშინელი აქტის შედეგად სიცოცხლის დასრულებას განიზრახავდა,მას აუცილებლად უნდა მიემართა თხოვნით (განცხადებით) სენატისათვის.ამის შემდგომ იგი უნდა წარმსდგარიყო სენატორთა წინაშე იმ მიზეზით,თუ მიზეზებით,რის გამოც აპირებდა სუიციდის ჩადენას.იმ შემთხვევაში თუ მიზეზები სენატს არ დააკმაყოფილებდა,მაშინ მას კატეგორიულად ეკრძალებოდა სუიციდის ჩადენა,ხოლო თუკი მიზეზები “საპატიო” იყო,ამ შემთხვევაში,სენატი უფლებას აძლევდა სუიციდის ჩადენით შეპყრობილ ადამიანს,ისე მოქცეულიყო,როგორც თავად ჰქონდა გადაწყვეტილი.გარდა ამისა,მას სენატი,იმისათვის რომ სიკვდილი ბევრად უმტკივნეულოდ დამდგარიყო,ოფიციალურად გადასცემდა ძლიერმოქმედ საწამლავსაც. (ავტორი გენია)