ჰენრი ფორდი – “ეპიზოდი”
გენიალური ამერიკელი მეწარმე,”ფორდის ავტოკომპანიის” ფუძემდებელი და მილიარდელი ბიზნესმენი - ჰენრი ფორდი (1863-1947 წლები),საკუთარი მცირელიტრაჟიანი ფორდის ფირმის ავტომობილით მგზავრობდა,როდესაც გზაზე შემთხვევით შენიშნა გაჩერებული,ზუსტად ისეთივე ავტომობილი,როგორითაც თავად მგზავრობდა.ავტომობილს კაპოტი ჰქონდა ახდილი და ეტყობოდა,რომ მძღოლს რაღაც პრობლემა აწუხებდა.ჰენრიმ გააჩერა მანქანა და უცნობს დიდი დახმარება გაუწია გაფუჭებული მოტორის შეკეთებაში.მას შემდეგ რაც ავტომანქანა შეაკეთეს,მადლიერმა მძღოლმა ჰენრი ფორდს ხუთდოლარიანი კუპიურა გაუწოდა.მან რაღა თქმა უნდა თანხის აღებაზე უარი განაცხადა და მას ღიმილით მიმართა:
- არა,არა მეგობარო,არ არის საჭირო ფული,რადგან საქმეები ძალიან კარგად მიმდის და საკმაოდ კარგი გამომუშავებაც მაქვს.
უცნობმა მძღოლმა კი ჰენრის მიუგო:
- ნუ გერიდებათ,გამომართვით გეთაყვა ფული! რაღაც თქვენ არ გავხართ წარმატებულ ადამიანს,თორემ ამ იაფფასიანი და საცოდავი ფორდის ფირმის ავტომობილით ნამდვილად არ იმგზავრებდით.