კეა – (მტაცებელი თუთიყუში)
კეა - გახლავთ ქორდიანისებრთა ტიპის ფრინველი თუთიყიშისებრთა ოჯახისა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ იგი თუთიყუშისებრთა ოჯახის ერთადერთი სახეობაა,რომელიც მტაცებელთა რიგს განეკუთვნება.სიგრძით 46 სანტიმეტრამდე იზრდებიან,ხოლო წონით 600 გრამიდან ერთ კილოგრამამდე.ცოცხლობენ 50 წლამდე.ეს საოცარი თუთიყუში ბინადრობს ახალ ზელანდიაში.ადვილად ეჩვევიან ადამიანებს და საკმაოდ საინტერესო ფრინველებიც არიან.საკვების ძიებაში შეუძლიათ დააზიანონ სხვადასხვა ნივთები,მათ შორის ავტომანქანებიც.კეა,რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს ნადირობს ცხვარზე და საკმაოდ დახვეწილი ნადირობის ტაკტიკითაც გამოირჩევა.როდესაც ცხვარს დაინახავს,ჯერ მის სიახლოვეს დაჯდება,შემდეგ მოულოდნელად ზურგზე შეაფრინდება და კორტნის. (ავტორი გენია.ჯი) ასეთი მეთოდით იგი მტკივნეულ ჭრილობებს აყენებს მას.ცხვარზე კი ბასრი ბრჭყალებით არის ჩაფრენილი და საშუალებას არ აძლევს თავიდან მოიცილოს იგი.ტკივილებისაგან ატანილი ცხვარი მაქსიმალურად ცდილობს კეა სხეულიდან მოიცილოს,რის გამოც იგი ცდილობს გაექცეს მას.თუმცა ვერ ახერხებს და მანამ დარბის სანამ მისი სიკვდილი არ დგება.ისინი ასევე იკვებებიან სხვადასხვა მწერებითა და ხილით.კეა ძირითადად მთიან მასივებში ცხოვრობს და იგი ზღვის დონიდან 1500 მეტრ სიმაღლემდე გვხვდება.თავისი საოცარი საქციელების გამო,ტურისტებმა “მთის ჯამბაზიც” კი შეარქვეს.გამრავლების პერიოდი ივლისა და იანვარში აქვთ,რა დროსაც ჯდებიან ორიდან ოთხ კვერცხზე.სამ კვირაში ჩნდებიან ბარტყები.დღესდღეობით ამ უნიკალური თუთიყუშის სახეობას გადაშენების საფრთხე ემუქრება და “წითელ წიგნშია” შეტანილი.ამიტომ მათი განადგურება კანონით არის აკრძალული. (ავტორი გენია.ჯი)