“მზის სისტემის ორი უდიდესი თანამგზავრი”
1. ჰანიმედი - გახლავთ მეშვიდე თანამგზავრი პლანეტა იუპიტერისა.იგი არის ერთ-ერთი უდიდესი გალილეური თანამგზავრთაგანი,რომელიც მზის სისტემაში სიდიდით პირველ ადგილზეა სხვა თანამგზავრებთან შედარებით.რაც ყველაზე საინტერესოა,გახლავთ ის,რომ სიდიდით ჰანიმედი პლანეტა მერკურისაც კი აღემატება.მისი სრული დიამეტრი 5268 კილომეტრია.აღსანიშნავია,რომ – ჰანიმედი,მასითაც ყველა სხვა მზის სისტემაში არსებულ თანამგზავრებს აღემატება.მისი მასა მთვარის მასაზე დიდიც კია და თავისი მაგნიტური ველიც გააჩნია.იგი პირველად 1610 წლის 7 იანვარს აღმოაჩინა დიდმა იტალიელმა ასტრონომმა და სწავლულმა – გალილეო გალილეიმ. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა არის ცნობები,რომ ჰანიმედის თამამგზავრზე,პირველი ცნობები არა გალილეომ,არამედ ჩინელმა ასტრონომმა – გან დემ მოგვაწოდა,რომელმაც ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ით 365 წლით დათარიღებულ ასტრონომიულ დღიურში ასახა იგი.გასაოცარია ის,რომ მან ეს უდიდესი თანამგზავრი შეუიარაღებელი თვალით შენიშნა და აღწერა.ხოლო სახელი აღნიშნულ თანამგზავრს,გერმანელმა ასტრონომმა – სიმონ მარიემმა,ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით,ერთ-ერთი ულამაზესი ჭაბუკის – ჰანიმედის,მიხედვით უწოდა.თანამგზავრის პირველი გამოკვლევა “ნასას” უპილოტო კოსმოსური სადგურის – “პიონერ 10″-ის მეშვეობით მოხდა.
2. მირანდა (ურანი V) - გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ახლოს მდებარე თანამგზავრი პლანეტა ურანთან.იგი,სიდიდით მეორე თანამგზავრია მზის სისტემაში.აღმოჩენილ იქნა 1948 წელს,ნიდერლანდური წარმომავლობის მქონე ამერიკელი ასტრონომის – ჯერარდ პეტერ კაიფერის მიერ,ტეხასში მდებარე მაკდონალდის ობსერვატორიიდან.აღნიშნულ თანამგზავრს,დიდი ბრიტანელი დრამატურგის უილიამ შექსპირის ერთ-ერთი ნაწარმოების – “ქარიშხლის” პერსონაჟის,პროსპეროს ქალიშვილის – მირანდას სახელი ეწოდა.ყველაზე ახლო ხედიდან მირანდას ფოტო 1986 წელს გადაუღეს,კოსმოსური აპარატი – “ვოიაჯერ 2″-იდან.იმის გამო,რომ თანამგზავრის ჩრდილოეთი ნაწილი სიბნელით არის მოცული,მეცნიერებმა მისი მხოლოდ სამხრეთი ნაწილის შესწავლა მოახერხეს.პლანეტა ურანიდან მირანდა 129,000 კილომეტრითაა დაცილებული.აღსანიშნავია,რომ მირანდას თანამგზავრი ყველაზე თვალწარმტაცი პეიზაჟების მქონეა,მთელ მზის სისტემაში.იქ განთავსებულია კანიონები,რომლებიც ამერიკაში მდებარე ცნობილ “დიდ კანიონზე” 12-ჯერ ღრმა არის.გარდა ამისა მასზე საკმაოდ კარგად არის ფორმულირებული დაბლობები და მთათა სისტემები. (ავტორი გენია.ჯი)