ჰეროდოტე – (პირველი სამეცნიერო მოგზაურობის ფუძემდებელი)
ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი ისტორიკოს-მეცნიერი და “ისტორიის მამად” წოდებული - ჰეროდოტე (ძვ.წ.აღ-ით 484-425 წლები),მიჩნეულია - “სამეცნიერო მოგზაურობების” ფუძემდებლად.იმისათვის,რომ ჰეროდოტეს დაეწერა მსოფლიოსათვის საყოველთაოდ ცნობილი ისტორიული მოვლენებისადმი მიძღვნილი წიგნი (ტრაქტატი) – “ისტორია”,ძვ.წ.აღ-ით V საუკუნეში მოიარა ყველა ის ქვეყანა,რომლებიც იმ დროისათვის იყო ცნობილი,სამყაროში.ეს ქვეყნებია – სპარსეთი,ძველი ეგვიპტე,ბაბილონი,სამხრეთ იტალია,მცირე აზია,ყირიმი,ჰერსონესი,ხმელთაშუა ზღვის კუნძულები და რაც აღსანიშნავი ფაქტია,არის ის რომ,იგი იყო პირველი ისტორიკოს-მეცნიერი,რომელიც სკვითების ქვეყანას სტუმრობდა.სწორედ ჰეროდოტემ შემოგვინახა უმნიშვნელოვანესი ცნობები ამ ქვეყნისა და მათი ადათ-წესების შესახებ.ზემოთ აღნიშნულ მიზეზთა გამოისობით,ეს უდიდესი ისტორიკოსი მიჩნეულია მსოფლიოში პირველ ისტორიკოს-მეცნიერად,რომელმაც სამეცნიერო მიზნებისათვის მოიარა მაშინდელი მსოფლიო. (ავტორი გენია.ჯი)