“კონდიციონერის” გამოგონების ისტორიიდან…

1735 წელს ინგლისის პარლამენტში,ისტორიაში პირველად დამონტაჟებული იქნა მექანიკური მოწყობილობა,რომელიც მოძრაობაში ორთქლის ძრავას მოჰყავდა.ამ მოწყობილობას იმთავითვე - ”ვენტილატორი” უწოდეს. 1810 წელს ლონდონის ერთ-ერთ საავადმყოფოში სამეცნიერო გათვლებისათვის დაამონტაჟეს სავინტილაციო სისტემა.აღნიშნული სისტემა დაპატენტებულ იქნა 1815 წელს.აღსანიშნავია,რომ ეს სისტემა არა თავად სისტემის გამომგონებელმა ინგლისელებმა,არამედ საზრიანმა ფრანგმა - ჟან შაბანეშმა დააპატენტა.მის მიერ დაპატენტებულ და შექმნილ სისტემას,სახელად ეწოდა – “მეთოდი,ჰაერის კონდინციერების და ტემპერატურის რეგულირებისა საცხოვრებელ სახლებსა და სხვა დაწესებულებებში”.სწორედ ასე შემოვიდა ლექსიკონში სიტყვა – “კონდიცირება”. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულმა მეთოდმა პროგრესირება XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე დაიწყო.მიუხედავად ამ დანადგარის კომფორტულად გამოყენების თვისებებისა,მას მაინც ძალიან ცოტა მომხმარებელი ჰყავდა და შეიძლება ითქვას,რომ არც კი ინტერესდებოდნენ მისით.პირველი კონდიციონერის შეკვეთა დაფიქსირდა 1902 წელს ნიუ-იორკის ტოპოგრაფიიდან.უილის კერიერს,რომელიც ამზადებდა გამაგრილებელ მანქანას (მაცივრის წინამორბედი),იმისათვის რომ დაემზადებინა დანადგარი საბეჭდი ცეხის ტენიანი ჰაერის გამოსაშრობად,სჭირდებოდა კონდიციონერი.იმ პერიოდში აზრად არავის მოსვლია კონდიციონერით ჰაერის გაგრილება.მოცულობით პირველი კონდიციონერები ძალიან დიდი ზომის გახლდნენ,ამიტომ იგი კერძო სახლებისათვის არ გამოიყენებოდა. 1924 წელს კონდიცირების სისტემა დამონტაჟებულ იქნა დეტროიტის ერთ-ერთ უნივერმაღში და მისი დამონტაჟების შემდეგ ამ დაწესებულების პოპულარობა საგრძნობლად გაიზარდა. 1929 წლიდან კი კომპანია “General Electric”-მა ხმარებაში გამოუშვა პირველი საოჯახო კონდიციონერი,რომელიც დღესდღეობითაც უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებელში. (ავტორი გენია.ჯი)