“ცაციების” შესახებ…

“ცაციების” ოფიციალურ საერთაშორისო დღედ მიჩნეულია 13 აგვისტო,რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება.პირველად აღნიშნული მოვლენა სათავეს 1976 წლიდან იღებს – Leftanders International-ის ინიციატივით.სხვა ვერსიის მიხედვით კი,ეს დღე პირველად 1992 წლის 13 აგვისტოს აღინიშნა.მიზანი ამ დღის დაარსებისა,ცაციების პრობლემებისადმი ყურადღების მიპყრობა გახლდათ.სტატისტიკური მონაცემების თანახმად დედამიწაზე 500 მილიონამდე ადამიანი ცაციაა.სხვადასხვა დროში,ცაციების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობდა.მაგალითად,ზოგიერთ ქვეყანაში მარცხენა ხელით წერა მავნე ჩვევად იყო მიჩნეული და მას ეშმაკის თვისებადაც კი განიხილავდნენ.გარდა ამისა,ცაციას მიიჩნევდნენ ნერვოზით დაავადებულად და მეამბოხე სულის მქონედ.სენტ-ლოურენის უნივერსიტეტში ჩატარებული ტესტის მიხედვით დაადგინეს,რომ გონებრივი შესაძლებლობების კოეფიციენტი ცაციებში უფრო მაღალია,ვიდრე მემარჯვენეებში.ესკიმოსებში ცაციებს პოტენციურ ჯადოქრებად მიიჩნევენ. (ავტორი გენია.ჯი) მაროკოში მათ მოიხსენიებენ,როგორც – s’ga,რაც სიტყვა-სიტყვით -”ეშმაკს” აღნიშნავს.ინკების ცივილიზაციის ხალხს ცაციები,წარმოდგენილი ჰყავდათ,როგორც მაგიური შესაძლებლობების მქონე ადამიანები,რომელთაც ადამიანების განკურნება შეეძლოთ.ჩრდილოეთ ამერიკელი ხალხი – ზუნები,ცაციებს მიიჩნევენ,როგორც წარმატების საწინდარის მქონეებს.ბევრ ისლამურ ქვეყანაში დღემდე იკრძალება მარცხენა ხელით ჭამა. ისინი ასეთ კვებას – “უწმინდურს”უწოდებენ.საუდის არაბეთში მარცხენა ხელის ჩვენება საზოგადოებაში არაკანონიერ ქმედებად არის მიჩნეული.ცაციობა შთამომავლობით გადადის,მაგალითად დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახში – დედა დედოფალი,დედოფალი ელისაბედ II,პრინცი ჩარლზი და პრინცი უილიამი ცაციები არიან.დედამიწაზე მოსახლეობის 10-დან 12%-პროცენტამდე ცაციაა.აღსანიშნავია,რომ ჩვენს პლანეტაზე მხოლოდ 1%-ია ისეთი,რომელიც ორივე ხელს თანაბრად ხმარობს.მსოფლიო ისტორიაში არა ერთი გენიალური ცაცია ყოფილა.მატ შორის – ალბერტ აინშტაინი,ისააკ ნიუტონი,ჩარლზ დარვინი,ბენჟამინ ფრანკლინი,პოლ მაკარტნი,ბილ გეიტსი,ფიდელ კასტრო,ჰენრი ფორდი,ჩარლი ჩაპლინი,ალექსანდრე მაკედონელი,ლეონარდო და ვინჩი,მიქელანჯელო,ლუის კეროლი,იულიუს კეისარი,მოცარტი,ბეთჰოვენი,ფრიდრიხ ნიცშე,მარკ ტვენი,პროკოფიევი,ფრანც კაფკა და კიდევ არა ერთი ცნობილი ადამიანი. (ავტორი გენია.ჯი)