“ჩიბჩას ცივილიზაცია”
“ჩიბჩას ცივილიზაცია” - იგივე “მოსკას ცივილიზაცია”,გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე მაღალგანვითარებული ცივილიზაცია სამხრეთ ამერიკისა XII-XVI საუკუნეებში.რის გამოც თამამად იმკვიდრებს ადგილს ისეთი ცივილიზაციების გვერდით,როგორებიცაა: მაია,ინკები და აცტეკები.თავად ჩიმბას ხალხი საკუთარ თავს მუისკებს ანუ – “ადამიანებს” უწოდებდნენ.ისინი ცხოვრობდნენ თანამედრო კოლუმბიის ტერიტორიებზე.ევროპელთა გამოჩენამდე ჩიბჩას ცივილიზაციას 25 ათასი კვადრატული კილომეტრი ტერიტორია ეკავა.ცენტრი მათი მიწებისა,აღმოსავლეთ კორდილიერების ზეგანი იყო და მდინარეების ტუნიას,სოგამოს,მეტისა და ორინიკოს შენაკადის სანაპიროებზე იყვნენ განსახლებული.მოსახლეობა ამ უნიკალური ცივილიზაციისა მილიონ ადამიანს აღემატებოდა.პირველი ათასწლეულის შუა პერიოდში იმ ტერიტორიებზე,სადაც “ჩიბცას ცივილიზაცია” გავრცელდა,პატარა დასახლებები არსებობდა და არავარკსკების ენათა ჯგუფის მოლაპარაკე ხალხი სახლობდა.ჩიჩბას ხალხმა კი აღნიშნული ტერიტორიების დაკავება,V საუკუნეში მას შემდეგ დაიწყეს,რაც მათ ცენტრალური ამერიკიდან დაიწყეს შემოდინება.შესაბამისად განდევნილ იქნა ადგილობრივი,მკვიდრი მოსახლეობა.XII-XIII საუკუნეებში ჩამოყალიბდა გაერთიანებული ჩიბჩას სახელმწიფო. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა ისინი ხშირ თავდასხმებს განიცდიდნენ იქ ადრე მაცხოვრებელი ხალხისაგან.მიუხედავად ასეთი დიდი ცივილიზაციის არსებობისა,დღემდე,ჩიჩბას არცერთი წერილობითი დოკუმენტი არ შემორჩენილა და ისინი მხოლოდ ევროპულ ქრონიკებში ჰყავთ აღწერილნი.XV საუკუნისათვის ჩიბჩას ტერიტორიაზე 5-9 გვაროვნული კავშირი არსებობდა.მათ შორის ტუნხასა და ფაკატას გვაროვნული თემები ლიდერობდნენ,რომელთაც ერთმანეთში წინააღმდეგობა ჰქონდათ.მიწათმოქმედება ამ ხალხისათვის უმნიშვნელოვანეს სოფლის მეურნეობის დარგს წარმოადგენდა.ევროპელთა პირველ გამოჩენამდე,უამრავი სოფლის სამეურნეო კულტურა ჰქონდათ გაშენებული.მოჰყავდათ – კარტოფილი,სიმინდი,პურის მარცვალი (კენოა) და სხვა.მთის კალთებზე კი დიდი რაოდენობით იღებდნენ – ბანანის,ანანასის,ავოკადოსა და სხვა მცენარეების პროდუქტებს.მოჰყავდათ ასევე თამბაქო და კუსტარული კოკა.ცხოველებიდან მხოლოდ ძაღლი ჰყავდათ მოშინაურებული.კარგად ჰქონდათ განვითარებული მეთევზეობის დარგი.ხორცის მოპოვების ერთადერთ წყაროდ ნადირობა მიიჩნეოდა.საკვებად მიირთმევდნენ ქვეწარმავლებსაც.”ჩიბჩას ხალხში” განვითარებული იყო სხვადასხვა ხელოსნობის დარგები.მოიპოვებდნენ ზურმუხტსა და ქვის მადანს.კარგად ჰქონდათ შესწავლილი ოქროსა და ვერცხლის დამუშავება.სახლებს ხეებისა და ლელქაშებისაგან აშენებდნენ.ძირითადად მათ სახლებს მრგვალი ფორმა ჰქონდათ.ჩიბცას ტომობრივ კავშირებს ხელმძღვანელობდნენ ეგრეთ წოდებული – “ცაკვები”,რომელთა უმეტესობასაც ტუნიას გვარის ხალხი წარმოადგენდა.მათი რელიგიური რწმენა მზის – “ჩიმინიცაგახუას”,თაყვანისცემას ემსახურებოდა (იგი მათი უმთავრესი ღმერთი გახლდათ).მთვარეს კი მზის მეუღლედ მოიხსენიებდნენ.აღსანიშნავია,რომ საყოველთაოდ ცნობილი ელდორადოს ისტორია,ამ ხალხიდან მომდინარეობს.ევროპელები სწორედ მათ მიიჩნევდნენ უდიდესი განძის მფლობელებად.1536 წელს ჩიბჩას სანაპიროზე,800 ესპანელი – გონსალო ხიმენეს დე კასადის მეთაურობით გადავიდა.ამ პერიოდიდან კი საუბედუროდ,”ჩიბჩას ცივილიზაციის” გაქრობა დაიწყო. XVIII საუკუნის შუა პერიოდისათვის ჩიჩბას კულტურა და ენა საერთოდ გაქრა არეალიდან. (ავტორი გენია.ჯი)