“წვიმის ქალი” – (ანომალური ტილო)
ცნობილი უკრაინელი მხატვრის - სვეტლანა ტალეცის,მიერ დახატული სურათი - “წვიმის ქალი”,ერთ-ერთი საიდუმლოებებით მოცული ტილოა (მას ჩარჩოც კი არ გააჩნია).მისი ფასი დღესდღეობით ხუთას ამერიკულ დოლარს არ აღემატება.მას შემდეგ,რაც მხატვარმა იგი დახატა,გასაყიდად ერთ-ერთი უკრაინული ქალაქის ვინიცის მაღაზიაში გაიტანა.როგორც მაღაზიის თანამშრომლები იუწყებიან,ეს სურათი სამჯერ იყიდეს,თუმცა სამივეჯერ უკან დააბრუნეს.სამივე მყიდველი კი ერთსა და იმავე ისტორიას ჰყვებოდა.ისინი ამბობდნენ,რომ რაც აღნიშნული ტილო შეიძინეს,მას შემდეგ ყოველ ღამით მასზე გამოსახული ქალი ესიზმრებოდათ,რაც მათში შიშსა და უარყოფით ემოციებს იწვევდა.სურათის მნახველთაგან,უმრავლესობა ირწმუნება,რომ ტილოზე გამოსახული ქალი სადღაც უნახავთ,თუმცა ვერ იხსენებენ სად.როგორც ამბობენ,ვინც კი ამ სურათს ნატურში ერთხელ მაინც ნახავს,მისი სახე მასში შიშს,სიჩუმესა და წუხილს აღუძრავს.თუ საიდან გაჩნდა ამ სურათის დახატვის იდეა,თავად ავტორს მოვუსმინოთ :
“1996 წელს დავამთავრე ოდესის სამხატვრო უნივერსიტეტი.სურათის დახატვამდე ექვსი თვით ადრე ყოველთვის მეჩვენებოდა,რომ თითქოს ვიღაც თან დამყვებოდა და მითვალთვალებდა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა ვცდილობდი ეს ანომალია დამევიწყებინა და მასზე სერიოზული ყურადღება არ მიმექცია.ერთ წვიმიან დღეს,ფანჯარასთან ვიჯექი და ვფიქრობდი თუ რა დამეხატა.უცებ ჩემს თვალწინ ფანჯრის მინაზე გამოისახა ქალის სახის კონტურები,ფერი და იერი.მიუხედავად შიშისა,ეგრევე დავიწყე მისი ხატვა და სულ რაღაც ხუთ საათში დავამთავრე კიდეც მასზე მუშაობა.სურათის ხატვის დროს მეჩვენებოდა,რომ თითქოს ვიღაც ჩემს ხელს თავად ამოძრავებდა,მე კი წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ შემწევდა”.
სვეტლანამ სურათი სამხატვრო გალერეაში გამოფინა და იმთავითვე გამოიწვია მნახველში უარყოფითი შეგრძნობები.მალევე,ტილო ერთმა ბიზნესმენმა ქალმა შეიძინა და იგი საკუთარ საძინებელში დაკიდა.ორი კვირის შემდეგ,შუა ღამისას სვეტლანას ტელეფონზე სურათის შემძენელი ქალი ურეკავს და სთხოვს,რომ ეს ტილო მისგან წაიღოს.თან აუხსნა,რომ ისეთი განცდა აქვს,თითქოს ოთახში მის გარდა კიდევ ვიღაც არის.მიუხედავად კედლიდან სურათის ჩამოვხსნისა და კარადის უკან გადამალვისა,ეს შეგრძნება ქალს მაინც არ დაუკარგავს.ამ მიზეზის გამო სურათი მხატვარს უკან დაუბრუნეს.თუმცა “წვიმის ქალს” მეორე მყიდველი გამოუჩნდა.ის იყიდა ახალგაზრდა მამაკაცმა,რომელმაც მალევე თავად საკუტარი ხელით დაუბრუნა უკან სურათი მხატვარს,იმავე მიზეზით,რა მიზეზითაც პირველმა მყიდველმა დააბრუნა.მესამე მყიდველმა გაიგო რა სურათის ასეთი საოცარი ისტორია,იგი სიცილადაც კი არ ეყო და იგი შეიძინა.მან ისიც კი თქვა,რომ ამ ტილოზე გამოსახულ ქალს საკმაოდ სანდომიანი სახე აქვსო.სურათის გაყიდვის შემდეგ სვეტლანამ განაცხადა:
“ვიფიქრე რომ ის ამ სურათს ბოლომდე დაიტოვებდა,მაგრამ სამწუხაროდ შევცდი.მყიდველმა “წვიმის ქალი” რამდენიმე დღეში უკან დამიბრუნა,რა დროსაც მითხრა: თავიდან არც კი შემიმჩნევია,თუ როგორი ფერის თვალები ჰქონდა ტილოზე გამოსახულ ქალს,თუმცა რამდენიმე ხანში,მისი თვალები ყველგან თან დამყვებოდაო.დამეწყო თავის ტკივილები,არაფრის გამო მღელვარება და სხვა უარყოფითი ფსიქოლოგიური მოვლენები.საბოლოოდ კი საუბარი ამ სიტყვებით დაასრულა: მე ის არაფერში მჭირდება”.
სვეტლანა ტალეცი ამბობს,რომ ყოველი სურათი,იხატება რომელიმე კონკრეტული პიროვნებისათვის და დარწმუნებულია,რომ ოდესღაც მოიძებნება ის ადამიანი,რომლისთვისაც შეიქმნა – “წვიმის ქალი”. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ”წვიმის ქალი” დღემდე ავტორის საკუთრებაშია,რადგან ზემოთ აღნისნული ისტორიების შემდეგ,მისი შეძენის სურვილი არავის გამოუთქვამს. (ავტორი გენია.ჯი)