“ნიურნბერგის სასამართლო პროცესის სამი მონაწილე”
საერთაშორისო სასამართლო პროცესი,რომელიც - “ნიურნბერგის პროცესად”,არის ცნობილი,მიმდინარეობდა 1945 წლის 20 ნოემბრიდან,1946 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით.აღნიშნულ პროცესს ატარებდა საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალი – ამერიკის,საფრანგეთის,დიდი ბრიტანეთისა და საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობით.განსასჯელის სკამზე ისხდნენ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი დანაშაულების ჩამდენი პირების ნაწილი.
1. ჰერმან ვილჰელმ გერინგი - გახლდათ გერმანიის რაიხსმარშალი და მთავარსარდალი სამხედრო-საჰაერო ძალებისა.იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ უმთავრეს ბრალდებულს აღნიშნული სასამართლო პროცესისა.კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი საშინელი დანაშაულებისათვის მიესაჯა სიკვდილით დასჯა (ჩამოხრჩობით).განაჩენის აღსრულებამდე 2 საათით ადრე,ციანიდის კალიუმით მოისწრაფა სიცოცხლე.სიკვდილისწინა ბარათში გერინგი წერდა:
“გამარჯვებული ყოველთვის მოსამართლეა,ხოლო დამარცხებული ბრალდებული.რაიხსმარშალებს არ ახრჩობენ,ისინი თავისთვის მიდიან?” (ავტორი გენია.ჯი)
2. რუდოლფ ჰესე - გახლდათ ჰიტლერის მოადგილე ნაცისტურ პარტიაში.მას ადვოკატები შეურაცხადად აცხადებდნენ,თუმცა სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შემაძრწუნებელი დანაშაულებისათვის სამუდამო პატიმრობა შეუფარდა (ეს იმიტომ,რომ მან გამოძიებას უმნიშვნელოვანესი ჩვენებები მისცა).აღნიშნულ განაჩენს,საბჭოელთა მხრიდან სასტიკი პროტესტი მოჰყვა და მისი სიკვდილით დასჯა მოითხოვა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა რუდოლფ ჰესეს განაჩენი ძალაში დარჩა და დარჩენილი სიცოცხლის გატარება,გერმანიაში შპანდაუს ციხეში მოუწია.შპეერის განთავისუფლების შემდეგ 1965 წელს,იგი ერთადერთი პატიმარი გახლდათ რომელიც ამ სასამართლოს შედეგად ციხეში დარჩა.აღსანიშნავია,რომ ჰესე სიცოცხლის ბოლომდე ჰიტლერის საშინელი იდეების ერთგული დარჩა.მიუხედავად იმისა,რომ 1987 წელს იგი მიხეილ გორბაჩოვის ჩარევის შედეგად შესაწყალებელთა სიაში შეიყვანეს,თავისუფლება მაინც არ ეღირსა და ციხის საკანში 1987 წელს,93 წლის ასაკში გარდაცვლილი იპოვეს.წერილში,რომელიც მან სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე დაწერა,ეწერა:
“თხოვნა ციხის ადმინისტრაციას,იმის შესახებ,რომ აღნიშნული წერილი სახლში გამიგზავნოს.მე მადლობას ვუხდი ყველას ვინც მიყვარდა და ვისაც ვუყვარდი.მადლიერი ვარ იმისათვის,რაც თქვენ ჩემთვის გააკეთეთ.უთხარით ფრაიბურგს,რომ ძალიან ვწუხვარ,რადგან ნიუნბერგის პროცესის მიმდინარეობისას,ისე ვიქცეოდი თითქოს მას სრულებით არ ვიცნობდი.მე არ მქონდა არჩევანი და არც არაფრის იმედი მქონდა.ველოდი ოდესმე მასთან შეხვედრას.მივიღე მისი და ყველა გამოგზავნილი ფოტო.მინდა იცოდეთ,რომ მე საერთოდ არაფერზე ვწუხვარ!”
3. ულრიხ ფრიდრიხ ვილი იოახიმ ფონ რიბენტროპი - გახლდათ ფაშისტური გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ადოლფ ჰიტლერის მრჩეველი საგარეო საქმეთა საკითხებში.იგი ფაშისტუების უმაღლესი ხელისუფლების საკმაოდ გავლენიან ფიგურას წარმოადგენდა.კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისათვის მიესაჯა სიკვდილით დასჯა (ჩამოხრჩობით).მისი უკანასკნელი სიტყვები სიკვდილით დასჯის წინ იყო:
“ბრალდება,წარდგენილ იქნა,არა იმ პირებისაგან,ვისგანაც ვიმსახურებდი”. (ავტორი გენია.ჯი)