“ჩერ ემი” – გმირად შერაცხული მტრედი
ერთადერთი ფრინველი ისტორიაში, რომელიც სამხედრო ჯილდოთი – „სიმამაცისათვის” იქნა დაჯილდოებული, გახლავთ მტრედი სახელად - ჩერ ემი. მას საფრანგეთის სახელმწიფოსაგან უმაღლესი ჯილდო – “სამხედრო ჯვარი” მიენიჭა.აღნიშნულმა მტრედმა პირველ მსოფლიო ომის პერიოდში,”დავალების შესრულებისას” დაჰკარგა თვალი და ფეხი.სახელმწიფოსგან კი ამ ფაქტის გამო პროთეზის ფეხიც მიიღო. პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას,იგი სხვა 600 სპეციალურად გაწვრთნილ მტრედთან ერთად,ამერიკიდან გადასროლილ იქნა საფრანგეთში. (ავტორი გენია.ჯი) ამ უნიკალური გონიერებით განთქმულმა ფრინველმა 12 სრულიად გასაიდუმლოებული და უდიდესი დანიშნულების დოკუმენტი მიიტანა დანიშნულების ადგილზე.მის მიერ გადატანილმა დოკუმენტებმა კი არა ერთი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე იხსნა,უეჭველი სიკვდილისაგან.განსაკუთრებით აღსანიშნავია – ჩერ ემის მიერ 77-ე ბატალიონის 194 სამხედრო მოსამსახურის გადარჩენა.მტრედმა,მათ შტაბში მიიტანა ის უმნიშვნელოვანესი საინფორმაციო შეტყობინება,სადაც ასახული იყო მტრის მიერ მათ წინააღმდეგ შეტევის ყველა დეტალი.ჩერ ემი – მიღებული ჭრილობებისაგან (დაჯილდოების შემდეგ მალევე) დაიღუპა.მისი სხეულიდან კი დამზადებულ იქნა ფიტული,რომელიც დღემდე ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ მუზეუმშია დაცული,საგამოფენო დარბაზში სახელად – “თავისუფლების საფასური: ამერიკელები ბრძოლაში”. (ავტორი გენია.ჯი)