იცით თუ არა,რომ

1. საფრანგეთის საყოვეთაოდ ცნობილი მეფე ლუი XIV,ორი კბილით დაიბადა.

2. რუსეთის დედოფალი ელისაბედ I-ის უკანასკნელი სიტყვები იყო: “ნუთუ მე ისევ ცოცხალი ვარ?”

3. ლეონარდო და ვინჩის სრულყოფილი სახელი იყო – ლეონარდო დი სერ პიერო და ვინჩი,რაც აღნიშნავს – ლეონარდო,შვილი ბატონი პიეროს და ვინჩიდან. (ავტორი გენია.ჯი)

4. ნაპოლეონ ბონაპარტი და მისი მეუღლე ჟოზეფინა ოფიციალურად იქნენ განქორწინებული.აღნიშნული ფაქტი კი,პირველი ისტორიული შემთხვევა გახლდათ ოფიციალურად განქორწინებისა.კანონი განქორწინების შესახებ,თავად ნაპოლეონის ინიციატივით იქნა მიღებული,მათ განქორწინებამდე.

5. ცნობილმა რუსმა კომპოზიტორმა – სერგეი პროკოფიევმა,თავისი პირველი ოპერა 9 წლის ასაკში დაწერა.

6. გაერთიანებული სამეფოს მეფე ჯოჯრ VI-ის (1895-1952 წლები),საზოგადოების წინაშე გამოსვლის ტექსტს,სპეციალურად ისე წერდნენ,რომ მისი ენაბლუობა არავის შეემჩნია.

7. ერთადერთი ამერიკის პრეზიდენტი,რომელიც დედამიწას აღიქვამდა,არა როგორც მრგვალს,არამედ ბრტყელს,რიგით მე-7 პრეზიდენტი – ენდრუ ჯექსონი (1767-1845 წლები) იყო.

8. გამოჩენილი გერმანელი მწერალი და კომპოზიტორი – ერნსტ თეოდორ ამადეო გოფმანი,მთელი ცხოვრების მანძილზე ჰალუცინაციებით იტანჯებოდა.

9. ალექსანდრე მაკედონელის უსაყვარლესი ცხენი ბუცეფალა,მამამისის ფილიპე II-ის მიერ იქნა შეძენილი,ცამეტ ტალანტად.რაც 340 კილოგრამი ვერცხლის საფასური გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი)

10. ერთადერთი ქალაქი რომელსაც ცხენის სახელი დაარქვეს,იყო – ბუცეფალა.მისი დამაარსებელი კი რაღა თქმა უნდა ალექსანდრე დიდი იყო,რომელმაც სწორედ იმ ადგილას გააშენა ქალაქი,სადაც ბრძოლისას მას უსაყვარლესი ცხენი – ბუცეფალა მოუკლეს.