პიერ ოგიუსტ რენუარი – “გოგონები ფორტეპიანოსთან”
“გოგონები ფორტეპიანოსთან” - ინგლისურ ენაზე “Girls at the Piano”,წარმოადგენს გენიალური ფრანგი მხატვრისა და მოქანდაკის,იმპრესიონისტული სტილის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის - პიერ ოგიუსტ რენუარის (1841-1919 წლები),მიერ 1892 წელს ზეთის საღებავით ტილოზე დახატულ “დიდებულ” სურათს.ტილოს სიმაღლე 159,5 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 132 სანტიმეტრი.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ აღნიშნულ ტილოს მოიხსენიებენ სხვა სახელწოდებებითაც,მაგალითად – “ორი გოგონა ფორტეპიანოსთან”,”გოგონები პიანინოსთან”,”გოგონები როიალთან” და სხვა.სურათზე გამოსახულია ორი გოგონა,რომელთაგანაც ერთი ფორტეპიანოსთან ზის,ხოლო მეორე მასთანვე ახლოს დგას და ისინი ერთად ყურაღებით აკვირდებიან მათ წინ გამოსახულ ნოტებს.ასეთი მშვიდი ფონისა და იდილიური სიუჟეტის მქონე სურათი,იმ პერიოდის ბურჟუაზიული საფრანგეთის ერთგვარი კულტურული სიმბოლო იყო.რენუარის მიერ შესრულებული სურათი – “გოგონები ფორტეპიანოსთან”,დახატვის წელსვე წარმოდგენილ იქნა ავტორის მიერ ერთ-ერთ გამოფენაზე და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.ამავე გამოფენაზე იგი შესყიდულ იქნა პარიზში მდებარე “ლუქსემბურგის ბაღის სამხატვრო მუზეუმის” მიერ.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ აღნიშნული სურათი პირველი ნამუშევარი გახლდათ რენუარისა,რომელიც თავად საფრანგეთის სახელმწიფოს მიერ იქნა შესყიდული (ამ პერიოდში რენუარი 50 წლის ასაკში იმყოფებოდა).1929 წლიდან ტილო ლუვრის საყოველთაოდ ცნობილ მუზეუმში იყო დაცული,ხოლო 1947 წლიდან კი ჟან-დე-პომის ეროვნულ გალერეაში.1986 წელს სურათი გადაეცა პარიზში მდებარე ორსის სახვითი ხელოვნების მუზეუმს,სადაც დღემდეა დაცული.ცნობილია ის გარემოება,რომ პიერ ოგიუსტ რენუარს ამავე კომპოზიციით შექმნილი აქვს სხვა ტილოებიც,რომელთაგან ორი კერძო კოლექციაშია წარმოდგენილი,ერთი ამერიკის შეერთებული შტატების მეტროპოლიტენ-მუზეუმში,ერთი სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო მუზეუმში,ხოლო ერთიც პარიზის ორანჟერეის სახვითი ხელოვნების გალერეაში. (ავტორი გენია.ჯი)