ბრაზილიის იმპერატორი სტუმრად ვიქტორ ჰიუგოსთან…
ბრაზილიის იმპერატორმა პედრუ I-მა,რომელიც ქვეყანას მართავდა 1822-1831 წლებში,სპეციალური მოსაწვევი გაუგზავნა გენიალურ ფრანგ რომანტიკოს მწერალს - ვიქტორ-მარი ჰიუგოს.ბართში ეწერა,რომ იგი დიდ სურვილს გამოთქვამდა ენახა და გაეცნო დიდი მწერალი.ჰიუგომ იმპერატორს პასუხად მისწერა,რომ “სადარბაზოდ” არავისთან დადიოდა. (ავტორი გენია.ჯი) პედრუ I იმდენად დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ ჰიუგოსი და იმდენად დიდი სურვილი ჰქონდა მისი გაცნობისა,რომ ერთ მშვენიერ დღეს თავად ეწვია შვილთან (ბრაზილიის მომდევნო იმპერატორთან 1831-1889 წლებში) პედრუ II-თან ერთად,სახლში მწერალს.ვიზიტის დროს,მასპინძელმა იმპერატორს სიტყვის მიმართვისას – “თქვენო უდიდებულესობა” უწოდა,მოულოდნელად იმპერატორმა მას მოწიწებით შეაწყვეტინა სიტყვა და საკუთარ შვილს მიმართა:
“შვილო ჩემო,ყოველთვის გახსოვდეს და იცოდე,რომ აქ,ჩვენს შორის არავინ არის მისი უდიდებულესობა,გარდა ვიქტორ ჰიუგოსი”. (ავტორი გენია.ჯი)