ექვთიმე თაყაიშვილი – “მამულისა და რწმენის სადარაჯოზე”

ერთ-ერთმა უდიდესმა ქართველმა მამულიშვილმა,საქართველოს “მეჭურჭლედუხუცესად” წოდებულმა,წმინდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხულმა – ექვთიმე თაყაიშვილმა (ღვთისკაცი),ქართული სულიერებისა და რწმენის ერთ-ერთი უმთავრესი ბურჯის “ჯვრის მონასტრისადმი” გამოჩენილი გულგრილობისა და უყურადღებობის გამო (რამაც დანგრევის საფრთხე შეუქმნა ამ უდიდეს სიწმინდეს ქართველი ხალხისა),ერს მიმართა:

“ყველამ გამოვიღოთ წვლილი,დიდმა თუ პატარამ,ერმა თუ ბერმა,განათლებულმა თუ გაუნათლებელმა,გვეყოფა ამდენი გულგრილობა,ჩვენი ძვირფასი ნაშთებისადმი.მომავალი თაობა არ გვაპატიებს თუ ეს ძეგლი ჩვენს თვალწინ დაინგრა”.

ამ მიმართვამ მართლაც უდიდესი გავლენა მოახდინა ქართველობაზე და დაიწყო კიდეც თანხების მასიურად შეგროვება. (ავტორი გენია.ჯი) შეგროვებული თანხით ჩვენს სამშობლოს გადაურჩია ჯვრის დიდებული მონასტერი და ამაში განუზომელი წვლილი,სწორედ წმიდა ექვთიმეს მიმართვის ერისადმი მიმართვამ დაიდო.გარდა ამისა,ასევე ცნობილია მისი დამოკიდებულება და მოსაზრება ქართული სიწმინდეების,ხატებისა და ჯვრების შესახებ.იგი წერდა:

“მე ხასგაზმით ავღნიშნავ,რომ ასეთი სიწმინდეები (ჯვარი,ხატები) როგორი ძვირფასიც არ უნდა იყოს ხელოვნების თვალსაზრისით,უსათუოდ ადგილობრივ უნდა დარჩეს.მე ვერ წარმომიდგენია გელათი,ხახულის ღვთისმშობლისა და ალავერდი წმინდა გიორგის ხატების გარეშე”.

ექვთიმე ხშირად ხუმრობდა: “ბავშვობიდან ხეიბარი რომ არ ვყოფილიყავი,აუცილებლად ფირალი ვიქნებოდიო…” დიდ მამულიშვილს – ექვთიმეს,წესად ჰქონდა ასეთი წესი: ხშირად ვინმე კერძო პიროვნებას რომელიმე იშვიათ ისტორიულ ნაკეთობას გამოართმევდა იმ მიზეზით,რომ შინ წავიღებ და კარგად შევისწავლი,ამის შემდეგ კი რამდენიმე დღეში თავად მოგართმევ სახლშიო.მეორე დღეს ნივთის წაღებიდან კი “წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი” რომელიმე ქართულ გაზეთში აქვეყნებდა განცხადებას იმის შესახებ,რომ ამა და ამ პერსონამ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შესწირა ისტორიული ღირებულების ნივთი და სამადლობელ სიტყვასაც არ იშურებდა ნივთის ყოფილი მეპატრონის მიმართ.ამ მეთოდით ‘წმინდა ექვთიმე ღვთისკაცმა” არა ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული ღირებულების ნივთი შესძინა და გადაურჩინა საქართველოს.1896 წლის 10 მარტს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის დასაფლავებაზე ქუთაისში ექვთიმე ილია მართალთან ერთად ჩავიდა,რომ არა ექვთიმე ღვთისკაცის აქტიურობა ისტორიას არ შემორჩებოდა წმიდა ილია მართლის უბრწყინვალესი სიტყვა განსვენებულ წმიდა გაბრიელის მიმართ წარმოთქმული. (ავტორი გენია.ჯი)