იტალიელი ყმაწვილის გენიალური მიმართვა – “სამშობლოს”
“ჩემო ძვირფასო კეთილშობილო სამშობლო! ჩემო აკვანო და ჩემო საფლავო! დიდო და დიდებული მომავლის თაობის ქვეყანავ.რამდენი სიკეთე გიქნია ქვეყნიერებისათვის,რამდენმა მეომარმა და გმირმა დასდვა თავი შენის ძლიერებისა და დიდებისათვის!
დიდებულო დედავ! მე შენ ჯერ ვერ გცნობ;მაგრამ მიყვარხარ მაინც და ვამაყობ,რომ შენი შვილი ვარ! მიყვარს შენი დიდება,მშვენიერება,სიკეკლუცე,შენი ზღვა,მთა და ბარი,შენი სოფლები და ქალაქები. (ავტორი გენია.ჯი) მიყვარს შენი მდინარეები,ღელეები,წყაროები; მიყვარს შენი გულის ცემა.ვფიცავ შევიყვარო ყოველი შენი შვილი,როგორც საკუთარი ძმები.თაყვანს ვსცემ შენს სასიქადულო შვილებს როგორც ცოცხლებს,ისე განსვენებულებსა.ვიქნები შენთვის კეთილი და პატიოსანი მოღვაწე;ვეცდები კაი კაცი შევიქმნე,შენს ღირსეულ შვილად გავხდე.რამდენიადაც შევძლებ,ვიხმარ ყოველ ღონისძიებას,მოვსპო შენი სიღარიბე,ცრუ მორწმუნეობა,ოღონდაც კი შენ აჰყვავდე,აღფრთოვანდე ყოველი შენი ძალითა და დიდებულებითა.ვფიცავ გემსახურო მკლავით,ჭკუით,სულით და გულით,და თუ შენის განსაცდელის ჟამი დამირეკს,მზად ვიქნები შევსწირო ჩემი სიცოცხლე შენს დროშას,შენს სახელსა და დიდებასა.სიკვდილის ჟამს ჩემი უკანასკნელი ამოკვნესა იქნება: “სამშობლო”. (ავტორი გენია.ჯი)