წმინდა ბარსანოფისა და იოანეს შეგონება…
“ეამბორე ჩვენი მაცხოვრის განსაცდელს,ჭრილობებს,დამცირებას,შეურაცხყოფას,ნერწყვას,ეკლიან გვირგვინს,მეწამულ ქლამიდს,სირცხვილს,ძმარს ნაღვლით,ტკივილს ლურსმნების დაჭედებისაგან,ლახვრის დაძგერებას,წყლისა და სისხლის დაღვრას და მისგან ისწავლე ავადმყოფობათა გამო სიხარული.უფალი უყურადღებოდ არ დატოვებს შენს ღვაწლს.მან დაუშვა შენზე მცირედი ტკივილი იმისათვის,რომ არ გეუცხოოს წმინდანები,როდესაც იხილავ,თუ როგორ იმკიან განსაცდელთა მოთმენის ნაყოფს,იხილავ მათს განდიდებულთ,არამედ იქნები მათი და იესოს თანამზრახველი,გვექნება სითამამე მის და წმინდანთა წინაშე.ნუ დარდობ,უფალს არ დავიწყებიხარ,არამედ ზრუნავს შენზე,როგორც თავის ჭეშმარიტ შვილზე და არა როგორც უკანონოზე”. (ავტორი გენია.ჯი)