Tag Archives: ბერი
ჯიბრან ხალილ ჯიბრანი – “ეშმაკისა და სასულიერო პირის დიალოგი”
ეშმაკი: “კაცობრიობისადმი ჩემი მტრობა საკუთარი თავის მიმართ შენს მტრობაზე მეტი როდია! შენ ლოცავ მიქაელ მთავარანგელოზს,რომელსაც შენთვის არა ურგია რა! ჩემს სახელს კი შეაჩვენებ ჩემი დაცემის ჟამს,მაშინ როცა ვიყავი და აქამდე ვარ შენი სიმშვიდისა და ბედნიერების მიზეზი! ნუთუ უარყოფ ჩემს წყალობას და არ სცნობ ჩემს სიკეთეს?! შენ ხომ ჩემი არსებობის ჩრდილში ცხოვრობ!