Tag Archives: Genia.Ge-ს დღის ციტატა…
Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„ქვეყანაზე გულცარიელი ადამიანები უფრო მეტნი ყოფილან, ვიდრე თავცარიელები! თავს კიდევ ამოავსებს კაცი ნასესხები სიბრძნით, სხვისი პრინციპებით, გაზეპირებული სიტყვებით, ვაი-უით ჩანერგილი ჩვევებით, მაგრამ ცარიელ გულს რა ეშველება?!”
Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„ადამიანი სამუდამოდ თვალებს როს ხუჭავს, ის სწორედ მაშინ ახელს თვალებს, მაგრამ რაღა დროს!”
Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„ადამიანი დიდი მატრაბაზი და პატივმოყვარეა, თუ ირგვლივ მეტი ვერავინ ნახა, საკუთარ თავთან დაიწყებს ჯამბაზობას”.
Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„ღირსეულთან ბრძოლაში გამარჯვებას ჰქვია გამარჯვება, თორემ უღირსი და ბეჩავი რომ გასრისო, სად გაამხელ”.
Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„თავის თავის უზომოდ შემაზიზღი ყოფილა, როცა თვალწინ აღმაშფოთებელ უსამართლობას სჩადიან. შენ კი დუმხარ, არ შეგიძლია გამოესარჩლო უბედურს”.
Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„როცა დიდი და პატარა ცრუობს, – ცუღლუტობა, ტაკიმასხარაობა, ლაზღანდარობა – სათნოებად არის მიჩნეული, – ეს იმას ნიშნავს, რომ დარეკა ჟამმა მეორედ მოსვლისა”.