ეზოპე – “მოხუცი და სიკვდილი”
ერთ მოხუცს ტყეში შეშა მოეჭრა და ახლა ზურგზე გუდურამოკიდებული რის ვაი-ვაგლახით შინისკენ მიჩანჩალებდა.დამაშვრალმა გუდურა ძირს დააგდო და სიკვდილი ინატრა.ნატვრა იყო და სიკვდილიც მყისვე თავს წამოადგა:
- რად მიხმე მოხუცოო?
მოხუცი შეცბა:
- აგერ გუდურა დამივარდა,მომეშველე,ზურგზე ამკიდეო, – მიუგო სიკვდილს.
P.S. ეზოპეს იგავ-არაკი გვეუბნება: ხშირად ცხოვრებაში რაიმე დაბრკოლებას რომ წავაწყდებით,სიკვდილს ვიანტრებთ ხოლმე,თუმცა სიცოცხლე ათასჯერ კი გვირჩევნიაო. (ავტორი გენია.ჯი)