ჰერმან ესპინოზა
ჰერმან ესპინოზა - დაიბადა 1938 წლის 30 აპრილს კოლუმბიის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქ კარტახენა-დე-იდიასში.იგი გახლდათ ის სახელოვანი კოლუმბიელი მწერალი და უდიდესი ფიგურა კოლუმბიური ეროვნული ლიტერატურისა,რომელსაც სამშობლოში – “უნობელიანტო მარკესად” მოიხსენიებენ.მისი სამწერლო ასპარეზზე გამოსვლა 1954 წელს განხორციელდა მაშინ,როდესაც გამოსცა პირველი ლექსების კრებული – “ლიტანია”.მისმა ისტორიული ჟანრის რომანმა (რომელიც 1970 წელს დაიწერა) – “ეშმკთა ამალამ”,უდიდესი პოპულარობა და სახელი შესძინა სამშობლოსი.აღნიშნულმა ნაწარმოებმა ისეთი გენიალური პერუელი მწერლის ყურადღება მიიქცია,როგორიც გახლდათ “ნობელიანტი” – მარიო ვარგას ლიოსა.მან რომანს იმტავითვე დიდი შეფასება მისცა.ესპინოზას შემოქმედება ძალიან ახლოს იდგა მაგიურ რეალიზმთან.იგი ოსტატურად იყენებდა ბაროკოს ეპოქის ლექსიკას.ჰერმანის პროზის წერის სტილს კი ფრანგი მწერლის – მარსელ პრუსტისა და კუბელი დიდი მწერლის – ხოსე ლასამა ლიმას შემოქმედებას ამსგავსებენ.გამოსცა ესეების ორტომეული.გარდა ამისა,აქვეყნაბდა საბავშვო პროზასა და ნოველებს.მისი ნაწარმოები შეტანილია იმ 100 საუკეთესო ესპანურენოვან ნაწარმოებთა შორის,რომელიც ბოლო 25 წლის მანძილზე დაწერილა.სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე მეტყველება დაკარგა,ენის კიბოს გამოისობით. 2007 წლის 17 ოქტომბერს ხერმან ესპინოზა გარდაიცვალა,კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში,სადაც დაკრძალულია კიდეც.მისი ნაწარმოებები მსოფლიოს უამრავ ენაზე იქნა ნათარგმნი და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.მას სამშობლოში დღესაც ისევე ისე მოიხსენიებენ,როგორც ადრეულ წლებში – “უნობელიანტო მარკესი”. (ავტორი გენია.ჯი)