ანდრე ლორი
ანდრე ლორი - (ნამდვილი სახელი – პასკალ გუსე),დაიბადა 1845 წლის 7 აპრილს,კუნზულ კორისკაზე მდებარე ქალაქ კორტში (საფრანგეთი).იგი გახლდათ გამოჩენილი ფრანგი ფანტასტი-მწერალი,პუბლიცისტი და ავტორი რიგი სათავგადასავლო რომანებისა.60-იან წლებში თანამშრობლობდა ფრანგულ გაზეთ – “მარსელიოზასთან”.გამოირჩეოდა ანტიბონაპარტისტული ხედვებით,რის გამოც ხშირად იდევნებოდა.ანდრე წარმოადგენდა პარიზის კომუნის ერთ-ერთ აქტიურ წევრს.როდესაც საფრანგეთის სახელმწიფომ აღკვეთა პარიზის კომუნა,ის დააკავეს და სასჯელის მოსახდელად ახალ კალედონიაში გადაიყვანეს,საიდანაც 1874 წელს გაიქცა. (ავტორი გენია.ჯი) გაქცევის შემდეგ,თავდაპირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა,მოგვიანებით ინგლისში გადავიდა და საბოლოოდ,საფრანგეთში გამოცხადებული ამნისტიის (1880 წლის) შედეგად სამშობლოში ბრუნდება.1870-90 წლებში აქტიურად ჩაერთო ლიტერატურულ სამყაროში,რა დროსაც გავიდა კიდეც სამწერლო ასპარეზზე.გარდა მწერლობისა ფართოდ იყო ჩართული პუბლიცისტური წერილების გამოქვეყნებაში.მის შემოქმედებაზე დიდი როლი ითამაშა გენიალურმა ფრანგმა მწერალმა – ჟიულ ვერნიმ.იგი ავტორია ათამდე ისეთი სათავგადასავლო რომანებისა,როგორებიცაა – “ატლანტიდა”,”ოქროს მაძიებლები”,”რობინზონის შთამომავალი”,”კაპიტანი ტრაფალგარი” და სხვა.გარდა სათავგადასავლო რომანებისა,მწერლის კალამ ეკუთვნის სხვა ჟანრის ნაწარმოებებიც – “ჟერარი და კოლეტა”,”ჩრდილოეთის ვარსკვლავი”,”უხილავი ჭურვი” და სხვა. 1893-1909 წლებში საფრანგეთის დეპუტატთა პალატის წარმომადგენელი იყო.ანდრე ლორი გარდაიცვალა 1909 წლის 9 აპრილს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში.იგი დაკრძალულ იქნა პარიზის პერ-ლაშეზის სასაფლაოზე. (ავტორი გენია.ჯი)