მიგელ ტორგა
მიგელ ტორგა - (ნამდვილი სახელი - ადოლფუ კორეირა და როშა),დაიბადა 1907 წლის 12 აგვისტოს,პორტუგალიის ისტორიულ პროვინციაში – სან მარტინო დი ანტაში.იგი გახლდათ გამოჩენილი პორტუგალიელი პოეტი,რომანისტი,დრამატურგი და ესეისტი.ღარიბი გლეხის ოჯახიდან იყო წამოსულმა,სწავლა დაიწყო კათოლიკურ სემინარიაში.12 წლის ასაკში,მამამ ბრაზილიაში ბიძასთან გაგზავნა,სადაც “ყავის პლანტაციებში” მუშაობით ეხმარებოდა მას.მიგელის ბიძამ,შეატყო რა ნიჭიერება და მონდომება სწავლისა ძმისშვილს,იგი მიაბარა სასწავლებელში,სადაც გადასახდელ თანხას თავად უხდიდა მომავალ მწერალს.სამშობლოში დაბრუნების შემდეგ 1933 წელს,მიგელმა ჩააბარა “კოიმბრის უნივერსიტეტში”. (ავტორი გენია.ჯი) მას მოიხსენიებენ,როგორც “მარტოხელა მწერალს”,რადგან მიუხედავად იმისა,რომ საკმაოდ ცნობილი მწერალი იყო,ლიტერატურულ წრეებში არასოდეს ჩნდებოდა.მისი შემოქმედება მოიცავს სოფლის ცხოვრებასა და ძველ პორტუგალიურ ადათ-წესებს.1936 წელს გამოსცა პოეტური კრებული – “იოვას სხვა წიგნი”.1943 წელს გამოაქვეყნა პოეტური კრებული – “ტირილი”.თუმცა მის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებად მაინც მიჩნეულია,ავტობიოგრაფიული ექვსტომეული – “სამყაროს შექმნა”,რომელიც მწერლის მიერ დაწერილ იქნა 1937-1981 წლებში.გარდა ამისა,ტორგას ერთ-ერთ ღირშესანიშნავ ნაწარმოებად მიჩნეულია თექვსმეტტომეული – “დღიური”,რომელიც 1941-1994 წლებში იქნა დაწერილი.ცნობილი ფაქტია,რომ მიგელი 1939 წელს დაკავებული იქნა და ციხეში სამი თვე დაჰყო,თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო.იგი ლაურეატია “საერთაშორისო პოეტური პრემიისა”.ასევე დაჯილდოებულ იქნა “კამოენსისა” და “მონტენის პრემიებითაც”.მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ,ფრანგულ,გერმანულ,ესპანურ და სხვა უცხო ენებზე.მიგელ ტორგა გარდაიცვალა 1995 წლის 17 იანვარს,პორტოგალიის ქალაქ კოიმბრაში. (ავტორი გენია.ჯი)