ფერეკიდე სიროსელი
ფერეკიდე სიროსელი - დაიბადა,დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 584 წელს,საბერძნეთის დაქვემდებარებაში მყოფ,ეგეოსის ზღვაში მდებარე კუნძულ სიროსზე.იგი წარმოადგენდა დიდ ძველბერძენ მითოგრაფს,თეოლოგს,ფილოსოფოსსა და და კოსმოლოგს.მოღვაწეობდა ანაქსიმანდრეს ეპოქაში.ამასთანავე გასათვალისწინებელია ისიც,რომ ფერეკიდე სიროსელი მიჩნეულია,უდიდესი ძველბერძენი მათემატიკოსის – პითაგორას მასწავლებლად. (ავტორი გენია.ჯი) ისეთი ავტორები,როგორებიც გახლდნენ – კლიმენტი ალექსანდრიელი და ფილონ ბიბლოსელი,ირწმუნებოდნენ,რომ ფერეკიდეს არ მიუღია ინსტრუქცია და სწავლება არც ერთი ფილოსოფოსისაგან ან მეცნიერისაგან და მან თავისი ფილოსოფიური მხედველობა შეიძინა ფინიკიელთა საიდუმლო წიგნებისაგან.აქვე,აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ – ფერედიკე სიროსელი მიჩნეულია პირველ ძველბერძენ “პროზაიკოსად”,რადგან იგი ავტორია პირველი პროზაიკული ჟანრის ნაწარმმოებებისა,სახელწოდებით – “თეოგონია” და “კოსმოგონია”.სიროსელის მიერ დაწერილი – “თეოგონია”,კარდინალურად განსხავდება უდიდესი ძველბერძენი პოეტის – ჰესიოდეს (ძვ.წ.აღ-ით VIII-VII საუკუნეები) მიერ დაწერილი – “თეოგონიისაგან”.აღნიშნულ ქმნილებაში იგი აღიარებდა სამი საწყისი ღმერთის მარადიულობას – ზევსის (“ეთერის” ზეცის ღმერთის),ქტონიის (ქაოსის და მიწისქვეშა სიღრმეების ღმერთი) და კრონოსის (ან შესაძლოა მოვიხსენიოთ,როგორც ქრონოსი.პირველი თაობის დროის ღმერთი).ფერეკიდე დღემდე მიიჩნეულია იმ პირველ მეცნიერად,რომელმაც მითოლოგიას “ალეგორიული ინტერპრეტაცია” მისცა.ფედერიკე სიროსელი გარდაიცვალა ძვ.წ.აღ-ის 499 წელს. (ავტორი გენია.ჯი)