ტიციან ტაბიძე – “ცისფერ ყანწელთა” შესახებ…
“ყველა მეგობარს,რომელიც შემდეგში “ცისფერ ყანწების” ჯგუფში შევიდა,ჯერ კიდევ გიმნაზიაში ვიცნობდი.მოზარდები ვიყავით და უკვე ვოცნებობდით ახალი სიტყვა გვეთქვა ქართულ პოეზიაში.ქუთაისის გიმნაზიაში,ისევე,როგორც ყველგან,რუსეთის ყოფილ იმპერიაში,მკაცრი რეჟიმი სუფევდა.ბევრი იყო ჩვენთან “პერედონოველები”,მაგრამ იყვნენ მასწავლებლები,რომელთა მადლიერიც მთელი სიცოცხლის მანძილზე დავრჩი.მაშინ ქართული ენა იდევნებოდა და კვირაში მხოლოდ ერთი გაკვეთილი გვქონდა,მაგრამ ჩვენთან ამ დროს ფართოდ გავრცელებულ იატაკქვეშა ლიტერატურულ წრეებში წარმატებით მიმდინარეობდა მშობლიური ენის სწავლება.
1915 წელს მე და ჩემმა მეგობრებმა – საქართველოს ახალგაზრდა პოეტებმა – ქუთაისში ჩამოვაყალიბეთ პოეტების სიმბოლისტური სკოლა უცნაური სახელწოდებით “ცისფერი ყანწები”. (ავტორი გენია.ჯი) მე მომიხდა ორი მანიფესტის დაწერა ჟურნალისათვის,რომელსაც აგრეთვე”ცისფერი ყანწები” ვუწოდე,და წლების განმავლობაში ვრედაქტორობდი გაზეთ – ბარიკადას.მიუხედავათ იმისა,რომ მოწყვეტილნი ვიყავით რეალურ სინამდვილეს და უუნარონი აღმოვჩნდით სწორად გავრკვეულიყავით სოციალ-პოლიტიკურ ამბებში,მაშინდელი გაღარიბებული ქართული ლექსის ფონზე პოეტების ახალმა სკოლამ დიდი როლი ითამაშა.პირველად ჩვენ შემოვიტანეთ ქართულ ლექსში სიტყვები,რომლებიც განდევნილი იყო ან სულ არ იხმარებოდა.პირველად დაიწერა ნამდვილი სონეტები,ტერცინები,ტრიოლეტები.რითმას ახალი გასაქანი მიეცა,ახლებურად ვიყენებდით ალიტერაციებსა და ასონანსებს.ბოდლერის,ვერლენის,რემბოს,ლაფორგისდა სხვა ფრანგი პოეტების თარგმანებმა გააფართოვეს პოეტური თემებისა და სახეების არე.ქართულმა ლექსმა ახლებური ჟღერადობა შეიძინა”. (ავტორი გენია.ჯი)