ჟორჟ პერეკი
ჟორჟ პერეკი - დაიბადა 1936 წლის 7 მარტს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში.იგი გახლდათ ებრაული წარმომავლობის მქონე,გამოჩენილი ფრანგი მწერალი და კინორეჟისორი.მისი მშობლები იცეკა-იუდტი პერეკა და ცირლ შულევიჩი,ებრაელი ლტოლვილები იყვნენ პოლონეთიდან.მამის მხრიდან,ენათესავებოდა ცნობილ ებრაელ მწერალს – იცხოკ-ლეიბუშ პერეცს.მამა 1940 წელს,ბრძოლაში მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაეცვალა.ჟორჟის უახლოესი სანათესაო,პოლონეთში ცხოვრობდა და მათი უმეტესობა,მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას ფაშისტთა სადამსჯელო ოპერაციებს შეეწირა.როგორც ჟორჟისათვის მოგვიანებით გახდა ცნობილი,დედამისი “ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში” იმყოფებოდა.მიუხედავად ძიებისა და კვლევისა,მისი მისი კვალი საბოლოოდ სწორედ “სიკვდილის ბანაკში” იკარგებოდა.ამ საშინელმა მოვლენებმა,პერეკის შემოქმედებაზე უდიდესი გავლენა იქონია.1955 წლიდან თანამშრომლობდა ფრანგულ ჟურნალ – “ნუველ რევიუ ფრანსზთან”. (ავტორი გენია.ჯი) 1966 წლიდან კი,ჟორჟი ცნობილი ლიტერატურული ჯგუფის – “ულიპოს”,წევრი ხდება.ეს ორგანიზაცია აერთიანებდა მწერლებს,ლიტერატორებსა და მატემატიკოსებსაც კი.აღსანიშნავი ფაქტია,რომ მისი ნაწარმოებების უმეტესობა,ავტორის გარდაცვალების შემდეგ იქნა გამოქვეყნებული.პერიკას სამწერლო შემოქმედება,სათავეს 1965 წლიდან იღებს.1967 წელს აქვეყნებს რომანს – “ადამიანი,რომელსაც სძინავს”.ასევე იგი ავტორია ნაწარმოებებისა – “გაქრობა”,”მე მახსოვს”,”მარადიულობა”,”კროსვორდები” და სხვა ცნობილი ნაწარმოებები.ჟორჟ პერეკს მინიჭებული ჰქონდა უამრავი ლიტერატურული პრემია.მათ შორის: “პრემია რენოდო”,”მედიჩის პრემია” და სხვა.ჟორჟ პერეკი გარდაიცვალა 1982 წლის 3 მარტს ივრი-სიურ-სენში (პარიზის მახლობლად).1982 წელს საფრანგეთში დაარსებულ იქნა “ჟორჟ პერეკის სახელობის ასოციაცია”. მისი შემოქმედება კი კვლავაც დიდად აქტუალურია მკითხველში. (ავტორი გენია.ჯი)