ორასიო კიროგა
ორასიო კიროგა - დაიბადა 1878 წლის 31 დეკემბერს ურუგვაის სიდიდით მეორე ქალაქ სალტოში.იგი გახლდათ გამოჩენილი ურუგვაელი მწერალი და მოთხრობების ჟანრის დიდოსტატი.მისი შემოქმედება,განსაკუთრებული პოპულარობით ლათინოამერიკულ ქვეყნებში სარგებლობდა.ორასიოს ცხოვრებას,მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე,ბედნიერს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.თუმცა შესაძლოა თამამად ვუწოდოთ – “ტრაგიკული”.ორთვინახევრის ასაკში ორასიოს მამა,რომელიც წარმომავლობით არგენტინელი იყო,არგენტინის საკონსულოში მუშაობისას ბრმა ტყვიის მსხვერპლი გახდა.1900 წელს კი სიცოცხლეს სუიციდით ასრულებს ორასიოს მამინაცვალი.ცხოვრების უმეტესი ნაწილი კიროგამ არგენტინაში გაატარა.დაწყებითი განათლების მიღება ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში მიიღო,რა დროსაც დაინტერესდა ლიტერატურით და ასევე იმ გამოყენებითი მეცნიერებებით,რომლებიც შეისწავლიდა ფიზიკას,ქიმიასა და მექანიკას.1899 წელს ჰორასიო პარიზში მიემგზავრება,თუმცა ბოჰემური სტილით ცხოვრება მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.რის გამოც მალევე დაბრუნდა სამშობლოში.მიუხედავად პარიზში გატარებული მცირე პერიოდისა,მან მოასწრო გაეცნო გენიალური ფრანგი მწერალი – ედგარ ალან პო.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ორასიოს პოს შემოქმედების უდიდესი თაყვანისმცემელი იყო და მისი გაცნობა,კიროგასათვის დიდ პატივს წარმოადგენდა.სამშობლოში დაბრუნების შემდგომ,მრავალი პროფესიის განხრით იმუშავა.გარკვეული პერიოდების განმავლობაში მუშაობდა ესპანური ენის პედაგოგად,დაეუფლა ასევე ჟურნალისტის პროფესიას.საქმიანობდა ფოტოგრაფად. (ავტორი გენია.ჯი) სამწერლო ასპარეზზე ორასიო 1901 წელს ესპანური მოდერნიზმით დატვირთული ლექსებითა და პოეტური პროზით გამოჩნდა,რომლის დასახელებაც გახლდათ – “მარჯნის რიფები”.1902 წელს იგი არგენტინაში გადადის საცხოვრებლად.მან როგორც ფოტოგრაფმა მონაწილეობა მიიღო ექსპედიციაში არგენტინის,პროვინცია ჩაკოში.1904 წელს გამოსცა ნოველების კრებული – “უცხო დანაშაული”,ხოლო 1908 წელს კი გამოაქვეყნა მისი პირველი რომანი – “ისტორია დაუღალავი სიყვარულისა”,რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია არგენტინის ერთ-ერტ პროვინცია მისონესში ოჯახთან ერთად გატარებულმა შვიდმა წელიწადმა.სწორედ იქ გაეცნო ის ტროპიკული ტყის ხიბლს.1909 წელს დაქორწინდა ერთ-ერთ თავის მოსწავლე გოგონაზე – ანა მარია სირესზე.ტროპიკულ ჯუნგლებში ყოფნის პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: ვაჟი – დარიო და ქალიშვილი – ეგლე.მიუხედავად ამისა,ორასიოს ოჯახური მდგომარეობა,მაინც მეტად არეული გახლდათ.1915 წელს ჰორასიოს მეუღლე დაეღუპა,მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა,თუმცა მან სულ მალე მეორედაც იქორწინა (რომელიც მალევე გაცილებით დასრულდა).მისი ტრაგიზმით აღსავსე ცხოვრება,მწერალს აღწერილი აქვს,მის მიერ შექმნილ რიგ ნაწარმოებებში.1920 წელს გამოაქვეყნა ნოველათა კრებული – “გარეული”.ამავე წლიდან,სცენარისტად და კინოკრიტიკოსად იწყებს მუშაობას.1927 წელს კიროგა მეორედ დაქორწინდა.ამჯერად მისი რჩეული გახლდათ მისი ქალიშვილის მეგობარი გოგონა – მარია ელენე ბრავო.მათი ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა და ისინი მალევე დაშორდნენ ერთმანეთს.1929 წელს გამოაქვეყნა რომანი – “ძველი სიყვარული”.სიკვდილამდე ორი წლით ადრე დანიშნულ იქნა ურუგვაის საპატიო კონსულად.ორასიო კიროგამ,როდესაც გაიგო,რომ იგი დაავადებული იყო კუჭის კიბოთი,სიცოცხლე თვითმკვლელობით (ციანიდის გამოყენებით) დაასრულა,ციანიდის მეშვეობით 1937 წლის 19 თებერვალს ბუენოს-აირესში. აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ორასიოს ორივე შვილმაც,მოგვიანებით სიცოცხლე თვითმკვლელობებით დაასრულეს.ორასიო კიროგას სახმუზეუმი გახსნილ იქნა არგენტინის ქალაქ სან-იგნასიოში,სადაც სამკაოდ დიდი ხნის მანძილზე იცხოვრა.მისმა შემოქმედებამ უდიდესი გავლენა იქონია ისეთ ცნობილ არგენტინელ პროზაიკოსზე,როგორიც გახლდათ – ხულიო კორტასარი.გარდა ამისა,გადაღებულ იქნა ფილმები ორასიოს ნაწარმოებების მიხედვით. (ავტორი გენია.ჯი)