სიმონ ჩიქოვანი – ვაჟა ფშაველას შესახებ წერდა…
“პოეტის სულის მხილებანი,მისი ლირიკული აღსარება და ეპიკურ სახეებში აღბეჭდილი ვნებები მუდამ ბუნების სურათებს ეყრდნობა და ბუნების ხატთა მეშვეობით არის გამოთქმული.იგი ხან ლოცულობდა ბუნების ტაძარში,ხან ჩარეული იყო მის ჭიდილში,ხან წუთით განერიდებოდა,მაგრამ იმწამსვე საყვარელი მთების წიაღს განერიდებოდა,მაგრამ იმწასვე საყვარელი მთების წიაღს უბრუნდებოდა.მისი ხატოვანი სიმღერა მთებიდან განშორებული არ წარმოიდგინება,იგი თითქოს ყველა ნაწარმოებში ბუნებას ეხმიანება და მთის სიცოცხლის ნიშნები პოეტის შთაგონებას სამუდამოდ შერჩენია.ყველა მისი მხატვრული ჩანაფიქრი,მისი ზნეობრივი იდეალი თუ პატრიოტული ზრახვა გამსჭვალულია ბუნების სულით და ყველაფერი ბუნების ცხოვრების გამოძახილია,პოეტის მიერ აღწერილი რაინდული ქცევა თუ განზრახვა ბუნების ორგანული თვისებაა თუ მისი ცხოვრების ექოა. ავტორი გენია.ჯი) სწორედ ამიტომ,ყველა მისი მხატვრული ჩანაფიქრი,მისი ზნეობრივი იდეალი თუ პატრიოტული ზრახვა გაჭოლვილია ბუნების სულით.
ყოველივე ეს ვაჟასთან მარტო პოეტური ხერხი კი არ არის,არამედ ბუნების აღქმის შინაარსია,იგი ბუნების მთლიანობაში აქცევს ყოველივე არსებულს და ადამიანური ცხოველმყოფელური თვალსაზრისით შეიცნობს ქვეყნის წესისა და რიგის გონივრულობას… (ავტორი გენია.ჯი)
ვფიქრობ,სწორედ ბუნებისა და ადამიანის ფსიქოლოგიური ერთიანობით არის მოწესრიგებული ვაჟა-ფშაველას პოეტური სამყაროს ყოველი ნაწილი,დიდი თუ მცირე,ადამიანი იქნება ის თუ უსულო საგანი და ვაჟა-ფშაველას უჩვეულობის კიდევ ერთ დინებას სწორედ ეს ფსიქოლოგიური ერთიანობა წარმოადგენს.საკმარისია აღვადგინოთ ამ პოეტური ქვეყნის ყველა პერიპეტია,მსხვილმანი თუ წვრილმანი,რომ იგრძნო “ფსიქოლოგიური ერთიანობის” შეუვალი ვაჟასეული ლოგიკა”.