ინგებორგ ბახმანის მოსაზრება…
“განახლებულ ენასთან სინამდვილის შეხვედრა მუდამ იქ ხდება,სადაც გამოცხადების მსგავსი მორალური აღმოჩენა გვატყდება თავს, და არა – იქ,სადაც ვცდილობთ,შევცვალოთ ენა როგორც ასეთი,თითქოს ენას შეეძლოს,ახალი წვდომა მოგვანიჭოს და ის განგვაცდევინოს,რაც არასდროს გამოგვიცდია.ენით უბრალო მანიპულირებისას,ახლებურად მისი შემობრუნების მცდელობისას,ენა აუცილებლად შურს იძიებს და ამ უღირს ჩანაფიქრს ამხელს.ახალ ენას ახალი მიხვრა-მოხვრაც უნდა გააჩნდეს,ეს კი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი,როცა მასში ახალი სული დაივანებს. (ავტორი გენია.ჯი) გვგონია,რომ ენას ყველანი ვიცნობთ,აკი ყოველწუთიერად ვიყენებთ კიდეც; ყველანი ვიყენებთ,გარდა მწერლისა: მას იგი ხელიდან ეცლება,აშინებს,არასდროს ევლინება თავისთავად ცხად მოვლენად: ენა ხომ ლიტერატურამდე არსებობდა და კვლავაც იარსებებს,ენა იმ საარსებო პროცესს ემსახურება,რომელშიც მწერალი ვერას გახდება.მისთვის ენა არ არის უშრეტი მარაგი,რომელსაც უსასრულოდ დაესესხება,არც სოციალური ობიექტი გახლავთ,ყველა ადამიანს თანაბრად რომ ერგო წილად.საიმისოდ,რაც ხელოვანს სურს ენის საშუალებით მოიმოქმედოს,ენა ჯერაც არ არის საკმარისად დაცული; თავის საზღვრებში მოქცეული შემოქმედი ენობრივ ნიშნებს აფიქსირებს,რათა კვლავაც სიცოცხლე ჩაჰბეროს,ისეთი მოძრაობები შესძინოს,როგორიც ენას ლიტერატურული ნაწარმოების გარდა არსად გააჩნია.აქ,მართალია,გვეძლევა მისი მშვენიერებით ტკბობის საშუალება,მაგრამ ის მაინც უზენაეს ცვალებადობას ემორჩილება,რომელსაც ესთეტიკური დაკმაყოფილება კი არ სჭირდება,არამედ – გამოხატვის ახალი ძალაა”. (ავტორი გენია.ჯი)