ჭაბუა ამირეჯიბის ნააზრევი…
“ადამიანის ძირითადი მოწოდება,დანიშნულება – ბრძოლა მგონია,ბატონებო, – შეგნებული,გათვითცნობიერებული ბრძოლა.ბრძოლის სხივებზე მძაფრი უნარი ახლის,კეთილის,მშვენიერის შემქმნელს სჭირდება და აქვს კიდეც.ეგ არის,ვინ რას ირჩევს შესალეწავ და ასაღებ ციხედ!ერთნი,მეტოქეს,თავისზე ნიჭიერს,თუ პატივმოყვარეობის ხელმყოფს ებრძვიან,ამაში ხარჯავენ მხნეობას,ნიჭს,სხვა სულიერ ძალებს.სამწუხაროდ,ეს შემოქმედთაგან დიდი და უმდარესი ნაწილია.მეორეებს ბრძოლის ღირსად ერთადერთი ციხესიმაგრე მიუჩნევიათ – საკუთარი არსება! ესენი დაუნდობლად,უკომპრომისოდ,სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძვიან თავის თავს,რომ რაც შეიძლება მეტი გამოსძალონ საკუთარ შესაძლებლოებებს.ეს არის შემოქმედთა უამაღლებულესი ნაწილი! პირველთა ბრძოლის მონაგარი,საბოლოო ჯამში – ნივთიერი ქონებაა.მეორეთა ბრძოლა – საულიერი მონაგარით გვირგვინდება”. (ავტორი გენია.ჯი)