Tag Archives: ჭაბუა ამირეჯიბის ნააზრევი…

ჭაბუა ამირეჯიბის ნააზრევი…

„ადამიანის სიკვდილი სხვადასხვანაირად და სხვადასხვა მიზეზებით მოდის. მაგალითად, დგება დრო, როცა ადამიანს დიდი ხნით სიცოცხლით დაგროვებული გამოცდილების გამო აღარაფერი უკვირს, აღარაფერი აინტერესებს, აღარ ებადება კითხვები და მათზე პასუხის პოვნის სურვილი, რადგან ჰგონია, რომ უკვე ყველაფერი იცის, ყოველივე განვლილია და ახალი აღარაფერი შეიძლება იყოს.

ჭაბუა ამირეჯიბის ნააზრევი…

“ადამიანის ძირითადი მოწოდება,დანიშნულება – ბრძოლა მგონია,ბატონებო, – შეგნებული,გათვითცნობიერებული ბრძოლა.ბრძოლის სხივებზე მძაფრი უნარი ახლის,კეთილის,მშვენიერის შემქმნელს სჭირდება და აქვს კიდეც.ეგ არის,ვინ რას ირჩევს შესალეწავ და ასაღებ ციხედ!

ჭაბუა ამირეჯიბის ნააზრევი…

“ზრდადამთავრებული ადამიანი სხვა ადამიანებთან თუ მოვლენებთან ურთიერთობას წინასწარშეთვისებული სტერეოტიპებით ახორციელებს.იგულისხმება საქციელის სტერეოტიპი.