ჭაბუა ამირეჯიბის ნააზრევი…
„ადამიანის სიკვდილი სხვადასხვანაირად და სხვადასხვა მიზეზებით მოდის. მაგალითად, დგება დრო, როცა ადამიანს დიდი ხნით სიცოცხლით დაგროვებული გამოცდილების გამო აღარაფერი უკვირს, აღარაფერი აინტერესებს, აღარ ებადება კითხვები და მათზე პასუხის პოვნის სურვილი, რადგან ჰგონია, რომ უკვე ყველაფერი იცის, ყოველივე განვლილია და ახალი აღარაფერი შეიძლება იყოს. (ავტორი გენია.ჯი) ამგვარი ინდიფერენტული მდგომარეობა ფიზიკური აღსასრულის დასაწყისია, ვინაიდან ორგანიზმი ცხოველქმედების სტიმულს კარგავს. ამას საკუთარი მრავალწლოვანი გამოცდილებით ვამბობ… ყოველი ადამიანი გარკვეული დანიშნულებითურთ იბადება და მიდის მაშინ, როდესაც თავის ფუნქციას ამოწურავს…
მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიცხვს, ვისაც საკუთარი წარსულის მიმართ სინანული აწამებს. ვიცხოვრე, როგორც მაღალმა ღმერთმა ინება, ისე. ბედისწერით კმაყოფილი ვარ, თუმცა შესაძლოა, ცხოვრებას უკეთესი მიმართულება მიეღო… კმაყოფილი ვიყავი და ვარ იმით, რასაც ღმერთი იმეტებს. დიდხანს ვიცოცხლე, ბევრი ვნახე, მიუტევებელი ცოდვა არ მადევს. მტრები მყოლია, მყავს ამჟამადაც, მაგრამ ისინი ჩემზე სუსტები იყვნენ და არც ახლა არიან ყარამანები. პატივისმცემლები მუდამ მყავდა, ახლაც მყავს და დარწმუნებული ვარ, სიკვდილის შემდეგაც მეყოლება. გავაჩინე და გავზარდე 6 შვილი. დავრგე 30-მდე ხე…” – (ავტორი გენია.ჯი)