ბრემ სტოკერი – “ეპიზოდი”
გამოჩენილი ირლანდიელი მწერალი,რომანისტი და ოსტატი მოკლე მოთხრობებისა - ბრემ სტოკერი (1847-1912 წლები),ავტორი გახლავთ ისეთი საყოველთაოდ ცნობილი გახმაურებული საშინელებათა გოთიკური ჟანრის რომანისა,როგორიცაა 1897 წელს გამოქვეყნებული – ”დრაკულა” (თავდაპირველად აღნიშნულ რომანს მწერალმა – “არამკვდარი” უწოდა და მის შესაქმნელად 8 წელიწადი იმუშავა).გარდა აღნიშნული რომანისა,მის კალამს კიდევ 12 რომანი ეკუთვნის,მათ შორის – “შვიდი ვარსკვლავის საგანძური”,”მის ბეტი” და “ზღვის საიდუმლო”. (ავტორი გენია.ჯი) მასვე მიეკუთვნება 1872 წელს დაწერილი,ცნობილი გოთიკური ვამპირული ჟანრის ნოველა – “კარმილა”,რომელიც “დრაკულამდე” 25 წლით ადრე გამოქვეყნდა.მიუხედავად იმისა,რომ ბრემ სტოკერი წერდა საშინელებათა ჟანრის ნაწარმოებებს,იგი თავს მაინც საბავშვო მწერლად მოიზარებდა და ზემოთ აღნიშნულ შემოქმედებასაც საბავშვო ჟანრად განიხილავდა.თუმცა ლიტერატურის კრიტიკოსები მის საბავშვო ჟანრის ნაწარმოებებს მოიხსენიებდნენ,როგორც – “საშინელებებს” და არა როგორც – “საბავშვოს”.აღნიშნული ფაქტი კი,სტოკერის დიდ გაღიზიანებას იწვევდა.მიუხედავად ამისა,სწორედ ლიტერატურის კრიტიკოსთა შეფასებები გახდა უმთავრესი მიზეზი იმისა,რომ ბრემ სტოკერი,საზოგადოდ არ არის ცნობილი,როგორც საბავშვო მწერალი. (ავტორი გენია.ჯი)