ეზოპეს იგავ-არაკი – „ლომი, ვირი და მელა”
ლომი, ვირი და მელა სანადიროდ წავიდნენ. კარგად რომ ინადირეს, ლომმა ვირს ნანადირევის გაყოფა უბრძანა. ვირმა ნანადირევი სამ ნაწილად გაყო. ლომი განრისხდა და ვირი დაგლიჯა. ახლა ნანადირევის განაწილება მელას უბრძანა.მელამ მთელი ნანადირევი ლომს დაუდო წინ, თვითონ კი მხოლოდ მცირედი იწილადა. ლომმა მელას უთხრა:
- ნადირთა შორის უკეთილშობილესო, ვინ გასწავლა ეგრე გაყოფაო?
- ვირის ბედმაო, ხელმწიფევ, – მიუგო მაშინ საზრიანმა მელამ. – (ავტორი გენია.ჯი)