დანტე დელი ალიგიერის ჯოჯოხეთი – “ღვთაებრივი კომედიიდან”
გენიალური იტალიელი პოეტის – დანტე დელი ალიგიერის (1265-1321 წლები),მიერ 1307-1321 წლებში დაწერილ უკვდავ პოემაში – “ღვთაებრივი კომედია”,”ჯოჯოხეთი” შემდეგი სახით არის წარმოდგენილი:
“ჯოჯოხეთი დედამიწის ცენტრშია.მისი კარიბჭიდან იშლება დაბლობი,სადაც იმათი სულები დაფრინავენ,ვინც დიდად არ სცოდავდა,მაგრამ არც რაიმე სიკეთე უკეთებიათ.მთელი ჯოჯოხეთი 9 წრედ იყოფა.თითოეულში კი,სხვადასხვა კატეგორიის ცოდვილები ისჯებიან:
1. პირველ წრეში – მოუნათლავ ჩვილებსა და ალალ მართალ სულებს არ აწამებენ;
2. მეორე წრეში – იტანჯებიან ვინც დაარღვია მცნება “არა იმრუშო”;
3. მესამე წრეში მუცელ-ღმერთებს სამ თავიანი ძაღლი ცერბერი ხორცს აგლეჯს;
4. მეოთხე წრეში – ძუნწები და მფლანგველები უზარმაზარ ლოდებს დაათრევენ;
5. მეხუთე წრეში – მდინარე სტიქსი მიედინება,მის სანაპიროზე ჭაობში მრისხანე და პირქუში ადამიანები ერთურთს ხორცს აგლეჯენ და სულს კორტნიან; სტიქსის იქით ჯოჯოხეთის ქვედა წრეები იწყება: იქ არის ქალაქი დისი,სადაც დემონები ბინძური საქმეების დედამიწაზე ჩადენის შემდეგ ისვენებენ; (ავტორი გენია.ჯი)
6. მეექვსე წრეში – მარადიული ცეცხლით ერეტიკოსები იწვიან;
7. მეშვიდე წრეში – წარმოდგენილია მდინარე ფლეგეტონი (სისხლის მდინარეში),რომელშიც მკვლელების და მოძალადეების სულები ცურავენ.ხოლო მდინარის ნაპირზე,თვითმკვლელების სულების ჯუჯა ხეებათ ქცეული ტყეა.უდაბნოს მხურვალე ქვიშაში კი,სულები ბუნების წინააღმდეგ ჩადენილ ცოდვებისთვის იტანჯებიან;
8. მერვე წრე – ამფითეატრს წარმოადგენს,სადაც თაღლითების სულებს,დემონები ამათრახებენ და მდუღარე ფისსში ყრიან;
9. მეცხრე წრეში თავად არის წარმოდგენილი “ალიონის ბიჭი” – ლუციფერი (სატანა),რომელიც სჯის ყველაზე საზიზღარ ცოდვილებს – გამყიდველებსა და მოღალატეებს.იგი,მათ მარადიულად ხორცს აგლეჯს და ნაწილ-ნაწილ ჰქნის”. (ავტორი გენაი.გე)