ფრანს სამუტი
ფრანს სამუტი - დაიბადა 1945 წლის 19 ნოემბერს მალტის ერთ-ერთ უძველეს ქალაქ ზებუჯში.იგი გახლდათ გამოჩენილი მალტელი მწერალი,ნოველისტი და საზოგადო მოღვაწე.დაამთავრა ზებუჯის დაწყებითი სკოლა,რის შემდეგაც სწავლა განაგრძო წმინდა ალოიზიასა და წმინდა მიქაელის პედაგოგიური კოლეჯები.უმაღლესი განათლება მალტის ეროვნულ უნივერსიტეტში მიიღო,სადაც ბაკალავრის ხარისხი მიენიჭა.გარდა ამისა ხდება ამავე უნივერსიტეტის პედაგოგიკის მაგისტრი და იღებს თეოლოგიის დიპლომს.მოგვიანებით მიემგზავრება იტალიაში,რის შემდეგაც ჩააბარა პერუჯას უნივერსიტეტში.მისი პირველი აღიარება 1960-იანი წლებიდან იწყება,როდესაც მონაწილეობა მიიღო,მოძრაობა “ლიტერატურული აღორძინების”,დაარსებაში.გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმუშავა მალტური ენის აკადემიის მდივნად.სამწერლო ასპარეზზე 1968 წელს მოთხრობების ციკლით გამოჩნდა.მათ შორის ყველაზე დიდი ინტერესი დაიმსახურა ფრანს სამუტის მოთხრობამ – “ლაბირინთი”.იგი გახლდათ საკმაოდ ნაყოფიერი მწერალი.გამოაქვეყნა მრავალი ნაწარმოები,რომელთაგანაც ბევრი “ბესტსელერადაც” კი იქცა,მაგალითად 1971 წელს დაწერილი რომანი: “გალია”,რომლის მოტივებზეც ცნობილმა კანადელმა კინორეჟისორმა მარიო ფილიპე აცონარდიმ გადაიღო მხატვრული ფილმი. (ავტორი გენია.ჯი) ასევე მისი გახმაურებული რომანებია 1975 წელს დაწერილი: “სამურაი”,რომელმაც “როტმანსის პრიზი” დაიმსახურა და “მალტური ოცნება” (ნათარგმნია ესპერანტოზე),რომლის შესახებაც ცნობილმა ლიტერატურულმა კრიტიკოსმა – ნორბერტ ელულ-ვინცენტიმ განაცხადა,რომ მალტურ ლიტერატურაში მისი თანასწორი და მასზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები არ არსებობსო.მალტის ყოფილი პრემიერ-მინისტრი – ალფრედ სანტი კი,ფრანც სამუტის აღნიშნულ რომანს “შედევრს” უწოდებს.ბრიტანელი პოეტი – მარჯორი ბოულტონი კი რომანს “მალტურ ოცნება” – “კოლოსარულ ნაწარმოებად” მოიხსენიებდა.იგი ავტორია არა მარტო ზემოთ აღნიშნული რომანებისა,არამედ მოთხრობათა ისეთი კრებულებისაც,როგორებიცაა: “წელიწადის დროები”,”ჩვენი დროის ისტორია”,”საფრანგეთის რევოლუცია: ისტორია და დანიშნულება”,”ნაპოლეონი მალტაზე” და სხვა.მანვე გაუკეთა რედაქტირება “მალტური ენის მამად” წოდებული – მიკიელ ანტონ ვასალის მიერ შექმნილ “მალტურ აფორიზმებს,ანდაზებსა და აქსიომებს”,რომელიც საბოლოო ჯამში გამოქვეყნებულ იქნა 2006 წელს.რაც შეეხება სამსახურეობრივ კარიერას,ფრანსმა იგი 1998 წელს დაასრულა,როდესაც მალტის პრემიერ-მინისტრის კონსულტატის თანამდებობა დატოვა კულტურის საკითხებში.დაქორწინებული იყო კეტრინ კაკიაზე და ჰყავდა ორი ვაჟი.ფრანს სამუტი გარდაიცვალა 2011 წლის 4 მაისს,65 წლის ასაკში.სიკვდილის წინ კი განაცხადა: “მე და ჩემი მეუღლე ვაპირებდით იერუსალიმში გამგზავრებას,თუმცა,როგორც ჩანს გეგმები შეიცვალა და ახლა ზეციურ იერუსალიმში მივემგზავრები”.მისი შემოქმედების ერთ-ერთ დიდ წარმატებად ასევე მიჩნეულია 2009 წელს წარმოდგენილი ახალი რევოლუციური ინტერპრეტაცია პოემისა – “Xidew il-qada”,რომელიც თავის მხრივ ყველაზე ძველი მალტური წერილობითი დოკუმენტია,ამ ქვეყნის ისტორიაში.ფრანც სამუტის ხსოვნას მალტელები,დღესაც დიდ პატივს მიაგებენ. (ავტორი გენია.ჯი)