ეპიქტეტეს ფილოსოფიიდან…
ერთ-ერთი უდიდესი ძელბერძენი ფილოსოფოსი და მოაზროვნე – ეპიქტეტე (50-138 წლები),რომლის სახელიც – “გამოსყიდულს” აღნიშნავდა,ერთი პერიოდის განმავლობაში რომის ოდიოზური იმპერატორის – ნერონის მონას წარმოადგენდა.თუმცა მას შემდეგ,რაც იგი განთავისუფლებულ იქნა მონობისაგან (უცნობია თუ ვინ გამოისყიდა),ნიკოპოლში დააარსა ფილოსოფიური სკოლა,სადაც მის გენიალურ ლექციებს მრავალი ცნობილი სწავლული და ფილოსოფოსი ესწრებოდა. (ავტორი გენია.ჯი) ეპიქტეტეს,უიღბლო ცხოვრებამ უდიდესი გამოცდილება შესძინა.მიუხედავად იმისა,რომ ცხოვრების დიდი ნაწილი მონობაში გაატარა,მან მაინც მოახერხა დიდი განათლებისა და სიბრძნის შეძენა.ეპიქტეტე თავის ლექციებში აღნიშნავდა:
“შემომხედეთ ბატონებო მე! ადამიანს,რომელსაც არ გამაჩნია მოქალაქეობა,არ მაქვს ფული,არც სახლი და არ მყავს მონები.მძინავს შიშველ მიწაზე.არ მაქვს ზეწარი,არ მყავს ცოლი,შვილები.მხოლოდ ცა და მიწაა ჩემი ერთადერთი ლაბადა.კიდევ რა არ მყოფნის?! ნუთუ,მე თავისუფალი ადამიანი არა ვარ? მე ჩემი თავის და მეფეცა ვარ და ბატონიც”.
“იცოდეთ და დაიხსომეთ,რომ,როდესაც ადამიანი უბედურია,ის ამაში თავადაა დამნაშავე.რადგან ღმერთმა ყველა ადამიანი ბედნიერებისათვის შექმნა და არა იმისათვის,რომ ისინი უბედურები ყოფილიყვნენ”.
“ფილოსოფიური სკოლა – ეს ის სამკურნალო დაწესებულებაა,რომლის დატოვების დროსაც,ადამიანი არა კარგ გუნებაზე,არამედ ტკივილიანი გრძნობით აღსავსე უნდა იყოს”. (ავტორი გენია.ჯი)