ამონარიდები ვიქტორ ჰიუგოს რომანიდან – „კაცი, რომელიც იცინის”

„მოულოდნელობა არ იცი საიდან დაგატყდება. ცხოვრების სიღრმეები შემზარავია. მცირეოდენი მძულვარება არ არსებობს. მძულვარება ყოველთვის დიდია. იგი თავის მოცულობას სულ უმნიშვნელო ქმნილებებაშიც არ კარგავს და საზარლადვე რჩება. ყოველგვარი სიძულვილი იმიტომაა ძლიერი, რომ იგი სიძულვილია. სპილოსაც, რომელიც თუნდაც ჭიანჭველას სძულს, საფრთხე ემუქრება”.

***

 „ბუნება ყოველთვის დახმარებას უწევს ბედისგან დევნილთ. იქ, სადაც ყველაფრის ნაკლოვანება იგრძნობა, ბუნება თავის წყალობას უხვად დააბერტყავს ხოლმე. ნანგრევებს იგი მწვანით აბიბინებს და ყვავილებით დაამშვენებს. ქვასა და ლოდზე სუროს ხალიჩას აფენს, ხოლო ადამიანს სიყვარულით ასაჩუქრებს. უსაზღვრო დიდსულოვნება გააჩნია ბუნების ფარულ ძალებს”.

 ***

„განა კაცობრიობის კეთილისმყოფელი არ არის იგი, ვინც ხალხს დარდს ავიწყებს?!” – (ავტორი გენია.ჯი)

***

„ჩემო კარგო, ის თხუნელები, რომელსაც სრესენ, ადამიანთა მოდგმაა. ერთმანეთის გასრესა ბუნების კანონია. იქნებ შენ გგონია, რომ თხუნელა არავის სრესს? ის ბუმბერაზია ტკიპასთან. ტკიპაც თავის მხრივ ბუმბერაზია ხილის მცენარის ბუგრთან შედარებით. მაგრამ ნუ წავალთ ღრმად ასეთ მსჯელობაში. ჩემო მეგობარო, არის ამ ქვეყნად დახურული ეტლები, რომელბითაც ლორდები დაბრძანდებიან. ფეხით მოსიარულენი თუ ფრთხილად არ იქნებიან, შეიძლება ეტლმა გასრისოს, ხოლო კეთილგონიერი ადამიანი ცდილობს, მხარი აუქციოს და გვერდით ჩამოდგეს. ჩამოდექ და ეტლს გზა დაუთმე!”

***

„მე ძალზედ ხნიერი ვარ საიმისოდ, რომ ქალები მოვხიბლო, მაგრამ იმდენად მდიდარი კი ვარ, რომ მოვისყიდო ისინი”. – (ავტორი გენია.ჯი)