არატე

არატე – დაიბადა დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 315 წელს კილიკიაში მდებარე ძველბერძნულ ქალაქ სოლიში.იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი დიდაქტიკოსი პოეტი და მიმდევარი სტოიკური ფილოსოფიური სწავლებისა.ფილოსოფიას დაეუფლა ათენში.როგორც ცნპბილია,მისი მასწავლებელი გახლდათ დიდი ძველბერძენი ფილოსოფოსი – ზენონ კიტიელი..ჩვ.წ.აღ-მდე 276 წელს დხვა სტოიკოს-ფილოსოფოსებთან ერთად მიწვეულ იქნა მაკედონიის მეფის – ანტიგონე II გონატის სასახლის კარზე.აღნიშნულ შემოთავაზებას არატე დასთანხმდა და იგი მაკედონიაში გაემგზავრა,სადაც სიცოცხლის ბოლომდე იმყოფებოდა და იქვე აღესრულა.მრავალ სხვა ნაწარმოებთან ერთად დაწერა დიდაქტიკური პოემა “ფენომენი” (“ციური მოვლენები”),რომელიც ევდოქსეს (ძვ.წ.აღ-ით 390 - ძვ.წ.აღ-ით 337 წლები) ასტრონომიული მოძღვრების გადმოცემაა და დაფუძნებულ იყო ევდოქსესვე პროზაულ ნაწარმოებებზე. (ავტორი გენია.ჯი)  ცნობილი ფაქტია,რომ არატემ პოემა – “ფენომენი”,სწორედ მაკედონიელი მეფის ანტიგონეს შეკვეთით დაწერა.პოემაში მან შეიტანა თქმულებები ციურ სხეულებზე,აღწერილია სამყაროს გეოცენტრული სისტემა და ცნობები ამინდის ნიშნებზე.არატე არ ყოფილა ასტრონომი-დამკვირებელი.როგორც დიდი ძველბერძენი ასტრონომი,მათემატიკოსი და გეოგრაფი – ჰიპარქე აღნიშნავდა,სწორედ ეს გახლდათ მიზეზი,აღნიშნულ ნაწარმოებში რიგი ასტრონომიული შეცდომის დაშვებისა და აკრიტიკებდა კიდეც მას.მიუხედავად ამისა,”ფენომენი” მაინც მეტად პოპულარული თხზულება იყო ანტიკურ სამყაროში (ლათინურად თარგმნეს ციცერონმა,გერმანიკუსმა, ავიენუსმა) და შუა საუკუნეების ევროპაში.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ აღნიშნულმა პოემამ უდიდესი როლი ითამაშა შემდგომ ლიტერატურულ ტრადიციებზე.პოემის უდიდესმა ნაწილმა ჩვენამდე მოაღწია.მისი ეს უმნიშვნელოვანესი პოემა არატემ ჰომეროსულ დიალექტზე და იგი შესაძლოა მივიჩნიოთ,როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში ელენისტური სალიტერატურო სტილისა.გარდა ამისა,არატე ავტორია “კანონის”,სადაც ფართოდ განავრცო გენიალური ძველბერძენი ფილოსოფოსის,მათემატიკოსისა და მისტიკოსის – პითაგორას სწავლებები.არატე გარდაიცვალა ძვ.წ.აღ-ით 240 წელს მაკედონიის დედაქალაქ პელაში.მის მიერ დაწერილი პოემა “ფენომენი” და სხვა ნაწარმოებები კი დღესაც რჩება განხილვისა და მსჯელობის საგნად. (ავტორი გენია.ჯი)