დანიელ დეფოს შესახებ…

დანიელ დეფო (1660-1731 წლები),რომლის ნამდვილი სახელი გახლდათ – დანიელ ფო,წარმოადგენდა დიდ ინგლისელ მწერალს,ჟურნალისტს,პამფლეტერსა და ბუბლიცისტს,რომელმაც სახელი გაითქვა დღეისათვის საყოველთაოდ ცნობილი ნაწარმოების – “რობინზონ კრუზოს” დაწერით. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ნაწარმოები პირველად გამოქვეყნებულ იქნა 1719 წლის აპრილის თვეში და რომანის სრული სახელწოდება გახლავთ:

“ცხოვრება და საოცარი თავგადასავალი რობინზონ კრუზოსი,იორკელი მეზღვაურის,რომელმაც 28 წელი სრულ სიმარტოვეში იცხოვრა ამერიკის ნაპირებთან მდინარე ორინოკოს შესართავთან მდებარე უკაცრიელ კუნძულზე; სადაც გამორიყული იქნა გემის დაღუპვის შემდეგ,რასაც შეეწირა გემის მთელი ეკიპაჟი მის გარდა; მეკობრეების მიერ მისი მოულოდნელი ხსნის ამბავი,მის მიერ დაწერილი”.

აღნიშნულმა ნაწარმოებმა დანიელ დეფოს წარმატება სიცოცხლეშივე მოუტანა.დიდი ფრანგი მწერალი და მოაზროვნე – ჟან ჟაკ რუსო,დანიელის ყველაზე პოპულარული რომანის შესახებ,თავის ნამუშევარში – “ემილი”,იძლეოდა რეკომენდაციას,რომლის თანახმადაც,იგი გახლდათ ერთადერთი ნაწარმოები მსოფლიოში,რომელზეც მომავალი თაობები უნდა აღზრდილიყვნენ.მოგვიანებით დანიელ ფომ – “რობინზონ კრუზოს” შესახებ მეორე რომანი – “რობინზონ კრუზოს შემდგომი თავგადასავალი” გამოაქვეყნა.ხოლო,კიდევ უფრო მოგვიანებით მისი მესამე ნაწილი – “რობინზონ კრუზოს სერიოზული მსჯელობები” გამოსცა.მიუხედავად ამისა,ზემოაღნიშნულ ორ ნაწარმოებს წარმატება წილად არ ხვდომია.როგორც ცნობილია,მწერალი რობინზონ კრუზოს სახელს აღნიშნულ ნაწარმოებებში მხოლოდ მკითხველის ინტერესის მისაქცევად იყენებდა,თუმცა ამაოდ.დანიელ ფო გახლდათ მეტად აზარტული,მიზანსწრაფული და შეუპოვარი სულის პატრონი.თუმცა უეჭველია,რომ იგი ამასთანავე – ნატურალურად ჰუმანისტი იყო და იბრძოდა სამართლიანობისათვის.დანიელ დეფო მრავალმხრივი და მრავალფეროვანი ლიტერატორი გახლდათ.მის კალამს 500-მდე წიგნი ეკუთვნის.მათ შორის რომანები,ესეები,პამფლეტები,პოემა და სხვა. (ავტორი გენია.ჯი) მწერალს თემებიც საკმაოდ მრავალმხრივი ჰქონდა და ისინი ეხებოდა – პოლიტიკურ,ეკონომიკურ,კრიმინალურ,რელიგიურ და ფსიქოლოგიურ მოტივებს.ზოგიერთ პოლიტიკურ ნაწარმოებს ფსევდონიმებით აქვეყნებდა.1702 წელს დიდი ბრიტანეთის დედოფალთან – ანა სტიუარტთან,ერთ-ერთი მის მიერ დაწერილი “თავხედური” პამფლეტის გამო,ურთიერთობა დაეძაბა.მიუხედავად იმისა,რომ ისიც ფსევდონიმით გამოაქვეყნა,მაინც დადგენილ იქნა ავტორის (ფოს) ვინაობა.აღნიშნული პამფლეტისა და სხვა რიგი პოლიტიკური ნაწარმოებების გამო დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა დანიელ დეფოს ბრალი დასდო ამბოხში და დიდი ფულადი ჯარიმით,ციხითა და “სამარცხვინო ბოძზე” სამჯერ გაკვრით დასაჯა.როდესაც იგი დასასჯელად მიჰყავდათ,თან უამრავი გულშემატკივარი მიჰყვებოდა და ამხნევებდა მას.ციხიდან დანიელი დიდი ბრიტანეთის პარლამენტის სპიკერმა და შემდგომში პრემიერ-მინისტრმა – რობერტ ჰარლიმ დაიხსნა,რომელმაც ამ მოვლენით საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა მოსახლეობაში.სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება მისი “საიდუმლო აგენტად” გახდომაც.აქვე აღსანიშნავია ისიც,რომ დეფოს თავისუფლებასთან ერთად,პლუს საკუთარი გაზეთის გამოშვების ნებაც დართეს.1703 წელს დანიელმა საკუთარ გვარს წინ “დე” (დეფო) დაუმატა და საბოლოოდ ასევე დაიმკვიდრა სახელი მსოფლიო ლიტერატურაში.დანიელმა თავის ძველ ჩვეულებას და კრიტიკულ სტატიებს თავი არ გაანება,რის გამოც არაერთხელ დაისაჯა ფულადი ჯარიმებით,რამაც მისი ოჯახის ეკონომიკური კოლაფსი გამოიწვია.თუმცა ლიტერატურულ მოღვაწეობას იგი მაინც განაგრძობდა.1726 წელს სამ ტომად გამოაქვეყნა ისტორიული ნაშრომი – “მოგზაურობა ინგლისსა და შოტლანდიაში”.მისი ოჯახის შესახებ ცნობები მწირია,თუმცა ცნობილია,რომ ჰყავდა მეუღლე მერი ტაფლი და 8 შვილი.მისმა პირადმა ვალებმა,დეფო იძულებული გახადა ოჯახი მიეტოვებინა,რადგან კარგად იცოდა,რომ ვალებისა და ჯარიმების გადაუხდელობის შემთხვევაში ციხეს ვერ ასცდებოდა.გარდა თავისუფლებისა,ის კარგად გრძნობდა,რომ კრედიტორებისაგან ფიზიკური საფრთხის წინაშეც იმყოფებოდა,რის გამოც უკვე სამოცდაათი წლის ასაკში მყოფი ლონდონის ერთ-ერთ მივარდნილ ადგილზე ქირით გადაბარგდა.ნაქირავები სახლის დიასახლისმა იგი გულთბილად მიიღო.1731 წლის 24 აპრილს დანიელ დეფო გარდაიცვალა,ისე,რომ ოჯახს ამის შესახებ არაფერი შეუტყვია.დიდი ინგლისელი მწერალი დაკრძალულ იქნა მეტად მოკრძალებული პროცესიის თანხლებით,მისივე ნაქირავები ბინის დიასახლისის – მისის ბორის ხარჯებით. (ავტორი გენია.ჯი)