ონორე დე ბალზაკის გენიალური რომანიდან – “შაგრენის ტყავი”
“განა შეიძლება ცხოვრების სრბოლის შეჩერება? განა,ადამიანს ოდესმე სიკვდილი დაუნაწილებია? სანამ ამ ოთახში შემოხვიდოდით,თავის მოკვლა გქონდათ გადაწყვეტილი,მაგრამ უცებ ეს საიდუმლოება გიპყრობთ და სიკვდილის აზრს გაშორებთ.ბავშვო! განა,ყოველი თქვენი დღე ამაზე უფრო საინტერესო ამოცანას არ მოგაწვდით? ყური დამიგდეთ. (ავტორი გენია.ჯი) მე მინახავს რეგენტის სასახლის აღვირახსნილი ცხოვრება.მაშინ თქვენსავით ღატაკი ვიყავი,ლუკმაპურს ვთხოულობდი.ამისდა მიუხედავად,ას ორი წლის ასაკს მივაღწიე და მილიონერი გავხდი.უბედურებამ სიმდიდრე მაჩუქა,უმეცრებამ ჭკუა მასწავლა; ახლა მინდა ორიოდე სიტყვაში ადამიანური ცხოვრების დიდი საიდუმლოება გაგიმხილოთ.ადამიანი იშრიტება ორ ინსტიქტურად შესრულებულ აქტში,რომელიც აშრობს მისი არსებობის წყაროებს.ორი სიტყვა გამოხატავს ყოველ ფორმას სიკვდილის ამ ორი მიზეზისა: სურვილი და ძალა.ადამიანური მოქმედების ამ ორ საზღვარს შორის არსებობს კიდევ სხვა ფორმულა,რომელსაც ბრძენი ადამიანები ფლობენ; მეც მისი წყალობით მივაღწიე ბედნიერებასა და დღეგრძელობას.სურვილი გწვავს,ძალა განადგურებს.მაგრამ ცოდნა ჩვენს სუსტ ორგანიზმს მუდმივი მშვიდობიანობის მდგომარეობაში ტოვებს.ამგვარად,სურვილი,ანუ ნდომა,მოკვდა ჩემში,მოკლულ იქნა აზრის მიერ.მოძრაობა,ანუ ძალა,დაიშალა ჩემი ორგანოების ბუნებრივ თამაშში.ერთი სიტყვით,ჩემი სიცოცხლე მოვათავსე არა გულში,რომელიც ტყდება,არა გრძნობაში,რომელიც ჩლუნგდება,არამედ ტვინში,რომელიც არ ცვდება და ყველაფერზე უფრო დღეგრძელია.არავითარ ნაყროვანებას არ გაუთელავს ჩემი სული ან ჩემი სხეული.ამავე დროს მთელი მსოფლიო მაქვს ნანახი.ჩემმა ქუსლებმა აზიისა და ამერიკის უმაღლესი მთები გადათელეს,ყველა ადამიანური ენა შევისწავლე,ყველა რეჟიმის დროს ვიცხოვრე.ფული მისესხებია ჩინელისათვის და საწინდრად მისი მამის გვამი გამომირთმევია.არაბის სიტყვას დავნდობივარ და მის კარავში დამიძინია,ხელშეკრულება დამიდვია ევროპის ყველა სატახტო ქალაქში,უშიშრად ოქრო დამიტოვებია ჩრდილოამერიკელი ველურების ქოხში; ბოლოს,ყოველივეს მივაღწიე იმიტომ,რომ ყოველივე უგულებელვყავი.ჩემი პატივმოყვარეობის ერთადერთი საგანი დანახვა იყო.განა,ეს ყოველივე არსებულის სუბსტანციის აღმოჩენას და მის დაპყრობას არ ნიშნავს? რა გვრჩება ხელში მატერიალური მფლობელობიდან? მხოლოდ აზრი. (ავტორი გენია.ჯი) თავად განსაჯეთ,რამდენად მშვენიერი უნდა იყოს იმ ადამიანის ცხოვრება,რომელსაც ძალა შესწევს მთელი სინამდვილე ასახოს თავის აზროვნებაში და თავის სულში გადააქვს ბედნიერების წყაროები,რათა იგემოს ათასი იდეალური სიამოვნება,განწმენდილი მიწიერი ჭუჭყისაგან.აზრია ყველა სალაროთა გასაღები,იგი მდიდარი ძუნწის სიხარულს გვანიჭებს და მისი დარდებისაგან გვათავისუფლებს.ამრიგად,მე ქვეყანაზე დავნავარდობდი და ჩემი სიამოვნებანი ყოველთვის გონებრივი შინაარსისა იყო,ჩემი ღრეობა,ჩემი ავხორცობა ზღვების,ხალხების,ტყეების,მთების ცქერაში გამოიხატებიოდა! ყოველივე ვიხილე,მაგრამ აუღელვებლად,დაუღალავად; არასოდეს არაფერი მომისურვებია,მხოლოდ ველოდი.სამყაროში ისე ვსეირნობდი,თითქოს ჩემი საკუთარი ბაღი ყოფილიყოს.რასაც ადამიანები მწუხარებას,სიხარულს,პატივმოყვარეობას,მარცხს,კაეშანს უწოდებენ,ჩემთვბის მხოლოდ იდეებია,რომელთაც მე ოცნებად ვაქცევ; იმის მაგივრად,რომ ისინი ვიგრძნო,მე მათ გამოვხატავ,მე მათ ვთარგმნი; იმის მაგივრად,რომ მათ ჩემი სიცოცხლე შთავანთქმევინო,მე მათ დრამად ვაქცევ,ვავითარებ; ისინი მართობს,თითქოს რომანები იყოს და მე მათ შინაგანად ვკითხულობდე.არასოდეს ჩემი სხეულის ნაწილები არ დამიღლია და ჯერ კიდევ სრულიად ჯანსაღი ვარ.ჩემმა სულმა ყველა ძალა მიიღო მემკვიდრეობით.ეს მემკვიდრეობა არ გამიფლანგავს,ამიტომ მე უკეთესი ავეჯის მარაგი მაქვს,ვიდრე ჩემს მაღაზიებს.” (ავტორი გენია.ჯი)