დანტე ალიგიერი “ღვთაებრივი კომედიის” შესახებ…
“კომედია ერთგვარი სახეობაა პოეტური თხრობისა,რომელიც სხვა დანარჩენთაგან განსხვავებულია.ტრაგედიისგან იგი განსხვავდება მასალითაც.სადაც ტრაგედია დასაწყისში გაოცების მომგვრელია და წყნარი,ხოლო დასასრულში მწუხარების მომგვრელი და საშინელი; ხოლო კომედია ძრწოლის მომგვრელი ამბით იწყება და სვებედნიერად თავდება.ტრაგედიას პათეტიკური ტონი აქვს,ხოლო კომედიას – დაბალი და უპრეტენზიო.აქედან ნათელია,თუ რად ეწოდება ამ ქმნილებას კომედია,რადგან თუ ჩვენ თვით მასალას დავაკვირდებით,დასაწყისში იგი საშინელია და ძრწოლის მომგვრელი,სახელდობრ,ჯოჯოხეთში,დასასრულში კი საამური,ლხენის მომგვრელი,სახელდობრ,სამოთხეში.თუ ტონს,მეტყველებისას დავაკვირდებით,იგი მოკრძალებულია და დაბალი.სახელდობრ,აქ ნახმარია ენა ხალხური,როგორითაც დედაკაცები ბაზარზე ესიტყვებიან ხოლმე ერთმანეთს”. (ავტორი გენია.ჯი)