ვახტანგ ჭელიძის მოსაზრება…
“მხატვრული პროზა – ეს არქიტექტურაა და არა დეკორატორის ხელოვნება… როცა რომანის ავტორი თავის ხელოვნურად გამოძერწილ გმირებს პირში საკუთარ ტვინის ნაჭყლეტ აზრებსა ჩრის, - რაც გაცილებით უფრო სარფიანია,ვიდრე იმავე აზრების ცალკე ნარკვევებად დაბეჭდვა, – ეს უკვე ლიტერატურა აღარ არის”.
P.S. როდესაც გენიალურმა ამერიკელმა მწერალმა – ერნესტ მილერ ჰემინგუეიმ,თავისი დიდებული რომანის -”მშვიდობით იარაღო”-ს წერას მორჩა 1929 წელს,განაცხადა,რომ ნაწარმოების დასასრული 28-ჯერ გადაწერა, და როდესაც ჰკითხეს ,მაინც რა გაგიძნელდაო,უპასუხა: უბრალოდ შესაფერ სიტყვას ვეძებდიო.ალბათ ამ ფაქტიდანაც კარგად ჩანს დიდი ქართველი მწერლისა და მთარგმნელის – ვახტანგ ჭელიძის მოსაზრების მართებულობა. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ვახტანგ ჭელიძის ფოტო აღებულია საიტიდან – mastsavlebeli.ge.