ფილიპ მილტონ როთი
ფილიპ მილტონ როთი - დაიბადა 1933 წლის 19 მარტს ნიუ-ჯერსის შტატში მდებარე ქალაქ ნიუარკში,ებრაელი ემიგრანტების ოჯახში.იგი გახლავთ გამოჩენილი ამერიკელი მწერალი,ავტორი ოცდახუთზე მეტი რომანისა და პულიცერის ლიტერატურული პრემიის ლაურეატი.1954 წელს დაამთავრა “ბაკნელის უნივერსიტეტი”,რის შემდეგაც პედაგოგიურ მოღვაწეობას,სამი წლის მანძილზე ეწეოდა ჩიკაგოს უნივერსიტეტში.აღნიშნულ უნივერსიტეტში ფილიპი სტუტენტებს,ლიტერატურის შესახებ უკითხავდა ლექციებს.გარდა ამისა,გაზეთ – “ნიურელაბლიკისთვის” წერდა რეცენზიებს.1959 წელს ფილიპმა გამოაქვეყნა მისი პირველი ნოველების კრებული,სახელწოდებით – “მშვიდობით,კოლუმბუს”,რომელმაც მწერალს დიდი აღიარება მოუტანა.კრებულის თემატიკა კი გახლდათ იმდროინდელ ამერიკელთა და ებრაელთა ცხოვრების იუმორისტული კუთხით აღწერა და წარმოჩენა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულმა წიგნმა მას ასევე მოუტანა “ეროვნული წიგნის პრემიაც”.1962 წელს როთი აქვეყნებს მის პირველ რომანს – “გაშვება”.მისი შემდგომი რომანი – “შეთქმულება ამერიკის წინააღმდეგ”,იმთავითვე ბესტსელერად იქცა.ფილიპ მილტონ როთის კალამს ეკუთვნის ტრილოგია – “მომაკვდავი ცხოველები”,”სურვილის პროფესორი”,”ანატომიის გაკვეთილი”,”ადამიანური ლაქა” და სხვა ნაწარმოებები.1990 წელს დაქორწინდა,ბრიტანელ მსახიობ ქალზე – კლერ ბლუმზე,თუმცა 1995 წელს ისინი ერთმანეთს გაეყარნენ.გარდა ზემოაღნიშნული ნაწარმოებებისა,ფილიპს ასევე დაწერილი აქვს,რომანები – “მოჩვენება გადის”,”სხვა ცხოვრება”,”ცბიერება” და სხვა ნაწარმოებები.ფილიპი 1998 წელს დაჯილდოებულ იქნა – “პულიცერის ლიტერატურული პრემიით”,ხოლო 2001 წელს კი დაჯილდოვდა – “ფრანც კაფკას” ლიტერატურული პრემიითაც.2001 წელსვე მისი რომანი – “ადამიანური ლაქა”,დიდი ბრიტანეთის სალიტერატურო პრემიის ლაურეატი გახდა და წლის საუკეთესო წიგნადაც იქნა აღიარებული.2013 წელს ფილიპს,საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა – “საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი” გადასცა.მწერლის საპატივცემულოდ,მისი სახელი ეწოდა,მშობლიურ ქალაქ ნიუარკში,ერთ-ერთ მოედანს.ფილიპ მილტონ როთის ნაწარმოებები და ზოგადად შემოქმედება,დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს მკითხველში და დიდ ინტერესსაც იწვევს ლიტერატურულ სამყაროში. (ავტორი გენია.ჯი)