ივანე გომართელი – “ნიკოლოზ ბარათაშვილი” (ნაწყვეტები)
ნიკოლოზ ბარათაშვილს ხშირად ადარებენ ჯორჯ ბაირონს.მსგავსება ამ ორ პოეტს შორის დიდია,მაგრამ განსხვავებაც დიდია: მაშინ,როდესაც ბარათაშვილის პოეზია მსოფლიო გოდებაა ობოლი სულისა,ბაირონის პოეზია,მსოფლიო გოდებას გარდა,ბასრი მახვილია.თავისი ნიჭით,ტემპერამენტით,მოქმედების წყურვილით ბარათაშვილი იმგვარსავე ტიპს წარმოადგენს,როგორსაც ბაირონი,მაგრამ ბაირონის გარშემო ცხოვრება დუღდა,საზოგადოება მოქმედებდა; ბარათაშვილის გარშემო კი ცხოვრება სდუმდა,საზოგადოება ფრიად უფერული,ფრიად მძინარი იყო.რაც უფრო უკვირდებოდა ბარათაშვილი ცხოვრებას,მით უფრო ეძლეოდა თავის საკუთარ თავს და მსოფლიო პესიმიზმს. (ავტორი გენია.ჯი) თუ ერთ კაცს არა ჰქონდა იმდენი ძალ-ღონე,რომ მთელი ეპოქა შეექმნა ჩვენს კულტურულს ცხოვრებაში,ეს სრულებით გასაკვირი არაა, – პირიქით,ჩვეულებრივი მოვლენაა: ერთი კაცი ისტორიას ვერ სექმნის,გენიოსი მხოლოდ საუკეთესო გამომხატველია თავისი დროის იდეალების და მისწრაფებებისა და, თუ თვით ცხოვრება იყო უსიცოცხლო და უიდეალო,ერთი ბარათაშვილი რას გააწყობდა? (ავტორი გენია.ჯი)
აღნიშნულმა მოვლენებმა ნიკოლოზ ბარათაშვილის სულიერ განწყობაზე უდიდესი გავლენა იქონია,რაც საკუტარ პოეზიაში მკვეთრად გამოსახა.მან ვერც იმ პერიოდის საზოგადოებაში ჰპოვა ტანაგრძნობა და დახმარება.ამის შესახებ იგი წერდა:
“ვინც მაღალის გრძნობის მექონენი მეგონა,იგი ვნახე უგულო; ვისიც სული განვითარებული მეგონა,იგი ვნახე უგულო; ვისიც გონება მრწამდა ზეგარდმო ნიჭად,მას არათუ განსჯა ჰქონია; ვისიცა ცრემლნი მეგონებოდნენ ცრემლად სიბრალულისა,გამომეტყველად მშვენიერის სულისა,თურმე ყოფილან ნიშანნი ცბიერებისა,წვეთნი საშინელის საწამლავისა.სად განისვენოს სულმა,სად მიიდრიკოს თავი? სიციცხლე მომძულებია ამდენის მარტოობით.”
ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედება მარტო საქართველოს კუთვნილება არ არის,იგი მსოფლიოს კუთვნილებაა და სწორედ ამიტომ არის ის “მსოფლიო პოეტი”.დიადი აზრი,დიადი გრძნობა – აი,ბარათაშვილის პოეზია.მისი პოეზიის აზრი და გრძნობანი ძვირფასია თითოეული ადამიანსიათვის,ამაშია ძალა ბარათაშვილის ნიჭისა,ამით არის იგი “უკვდავი” და “მსოფლიო პოეტი”.იგი უდიდესი საუნჯეა ჩვენი პოეზიისა,მაგრამ სამწუხაროდ თანამედროვე საზოგადოებამ ვერ იცნო იგი…
მართლა,რომ არსებობდეს ყოველი ერის მფარველი ანგელოზი,ქართველ ხალხს უფლება ჰქონდა,მიემართა მისთვის საყვედურით: “უმადური ხარო! ბარათაშვილს ჩვენს დროში უნდა ეცხოვრა,რადგან დღევანდელი ცხოვრებაა მისი შესაფერი და ის კიდევ ჩვენი დროის შესაფერი”. (ავტორი გენია.ჯი)