ამონარიდები გენიალური ნაწარმოებებიდან…
„მე არც იტალიელი ვარ, არც ესპანელი, არც ფრანგი, არც ინდოელი, არც ამერიკელი, მე კოსმოპოლიტი ვარ. ვერც ერთი სახელმწიფო ვერ ჩათვლის თავს ჩემს სამშობლოდ… მე არ ვეკუთვნი არც ერთ ქვეყანას და მფარველობას არ ვთხოვ არც ერთ მთავრობას, არც ერთ ადამიანს არ ვთვლი ჩემს ძმად… მე მხოლოდ ორი მტერი მყავს – დრო და სივრცე. ყველაზე საშიში ის არის, რომ მე მოკვდავი ვარ. მხოლოდ სიკვდილს შეუძლია შემაჩეროს და ისიც, სანამ მიზანს მივაღწევდე”. – ალექსანდრე დიუმა (გრაფი მონტე კრისტო)
***
„ – თუ გნებავთ იცოდეთ, გარყვნილებით იქაურებიც და აქაურებიც ყველა ერთმანეთს ჰგავს. ყველა ერთნაირია, იმ განსხვავებით, რომ ისინი გალაქული ჩექმებით დაიარებიან, ჩვენებურები კი სიღატაკეში იხრჩობიან და ამაში ცუდს ვერაფერს ხედავენ. რუსი ხალხი უნდა როზგო, როგორც სწორად ბრძანა გუშინ ფიოდორ პავლოვიჩმა, თუმცა კი გიჟია თავის შვილებიანად”. – თედორე დოსტოევსი (ძმები კარამაზოვები)
***
„ვიმედოვნებ, უფალი გვხედავს, რა ღრმა რწმენითაც მივმართავთ, ჩვენთა ლოცვათ გაიგონებს და სურვილსა ჩვენსა შეგვისრულებს. მით უმეტეს, სურვილი ესე ზომიერია. ზომიერება ძველთა ბრძენთაგან ოქროდ, ანუ დია ძვირფასად, ყოვლადსაქებლად და ყოველგან ერთობ გულისგასახარად იყო სახელდებული”. – ფრანსუა რაბლე (გარგანტუა და პანტაგრუელი) – (ავტორი გენია.ჯი)
***
„დღემდე სამყაროს მხოლოდ გარედან ვჭვრეტდი და ვერ ვწვდებოდი მის არსს, როგორც უმაღლესი სიხარულის გამოხატულებას. და როდესაც ჩემი არსების შინაგანი სიღრმიდან ამოხეთქა სინათლის ტევრმა, მან გაანათა მთელი მსოფლიო და გაანათა სულ სხვანაირად. ამიერიდან ის ჩემთვის საგნებისა და შემთხვევითობის გროვას კი აღარ წარმოადგენდა, არამედ ერთმანეთთან დაკავშირებულ განუყოფელ მთელს. მეჩვენებოდა, რომ სულიერმა გარდატეხამ თვალწინ გადამიშალა ჰანგთა ნიაღვარი, რომელიც სამყაროს გულიდან გადმოჩქეფდა და ბანდა დროსა და სივრცეებს, ხოლო მათ ტალღებში ათანათინებული სიხარული კვლავ მიისწრაფვოდა თვით ამ წყაროს სათავისაკენ”. – რაბინდრანათ თაგორი (დღენი ჩემი სიჭაბუკისა)
***
„ნეტა რომელია, ძმაო მკითხველო, უკეთესი ხვედრი: მდიდარი და სახელოვანი თუ ღარიბი და იმედგაცრუებული სიკვდილი? გქონდეს და იძულებული გახდე, დათმო თუ ითამაშო, წააგო ხელი და ისე გადაიკარგო ამ წუთისოფლიდან? უცნაური გრძნობა უნდა იყოს, როცა ჩვენი აღსასრულის დღე დადგება და ვიტყვით: „ხვალ წარმატება და მარცხი აღარაფრის მაქნისი იქნება – მზე ამოვა, მთელი კაცობრიობა ჩვეულებისამებრ თავის საქმეს ან გასართობს მიაშურებს, მე კი ამ დავიდარაბიდან შორს ვიქნები”. – უილიამ მეიკპის თეკერეი – (ამაოების ბაზარი)
***
„შენს სიძულვილს შენივე სიყვარული შობს, მთელი შენი სიცოცხლე შენს აღსასრულს განსაზღვრავს. შენ არც კარგი იქნები, არც ცუდი; არც კეთილი, არც ეგოისტი; არც კეთილშობილი, არც მოღალატე. დაე, ხალხმა განსაზღვროს შენი სათნოებისა და ბიწიერების ხარისხი”. – კარლოს ფუენტესი (არტემიო კრუსის სიკვდილი)
***
„ღმერთი არასოდეს გვაძალებს რაიმეს გაკეთებას. უბრალოდ, გვეუბნება, რა უნდა, მერე კი უკან იხევს და ელოდება რა მოხდება”. – სტივენ ედვინ კინგი (უიმედოთა ქალაქი)
***
„…აღზევებულ მდაბიორს თავმდაბლობა და ლმობიერება მართებს, ხოლო თუ ამას კეთილგონიერებაც ზედ დაერთო, ცილისმწამებლებს ბურთს ჩასჩრის პირში. არადა, ავყიათა გესლიანი ენისაგან ვერავითარი თანამდებობა ვერ იხსნის. შენი მდაბიური წარმომავლობისა ნუკი შეგრცხვება, არამედ თავი მოიწონე, სანჩო. რა ვუყოთ, რომ ერთი უბირი გლეხი ხარ? ვერავინ წამოგაძახებს, შე გლახუჭაო, თუკი თვითონ სათაკილოდ არა სთვლი ამას”. – მიგელს დე სერვანტეს საავედრა (დონ კიხოტი) – (ავტორი გენია.ჯი)
***
„რა უცნაურია ცხოვრება! სახელგანთქმული მსახიობი ქალი ყოვლად სულელური მიზეზის გამო ტირის და წუხდება. გამოჩენილი მწერალი, ვისაც ყოველდღე გაზეთები ახსენებენ და ვისი წიგნებიც უცხო ენებზე ითარგმნება, დილიდან დაღამებამდე თევზაობით არის გართული და ბედნიერად თვლის თავს, თუ ორიოდე ჭიჭყინა დაიჭირა!.. მე კი მეგონა, გამოჩენილი ადამიანები მედიდურები და მიუკარებლები არიან, არაფრად მიაჩნიათ ხალხის სიყვარული და თავიანთი დიდებით, სახელის ბრწყინვალებით შურს იძიებენ ბრბოზე, რომელიც ადამიანში მხოლოდ გვარიშვილობასა და სიმდიდრეს აფასებს-მეთქი. ასე არ ყოფილა… თურმე, დიდი ადამიანებიც ჩვეულებრივი მოკვდავებივით ტირიან, თევზაობენ, ბანქოს თამაშობენ, იცინიან და ბრაზობენ”. – ანტონ ჩეხოვი (თოლია)
***
„ჩემი სიცილის ნიღაბი მეფის ნამოქმედარია. ეს სიცილი სასოწარკვეთილებას ფარავს. ეს სიცილი მძულვარებაზე, იძულებით დუმილზე, მრისხანებასა და უიმედობაზე მეტყველებს. ეს სიცილი წამების შედეგია. ეს სიცილის ნიღაბი მე თქვენმა ძალადობამ ამაფარა!” – ვიქტორ-მარი ჰიუგო (კაცი, რომელიც იცინის) – (ავტორი გენია.ჯი)